თავი 17

698 65 5
                                    

- ადგილიდან არ დაიძრე! - დაიყვირა ნამჯუნმა,რომელიც სახლში შევარდა და ჯიჰუნს პისტალეტი დაუმიზნა.კაცმა პისტალეტი ამელისკენ წაიღო,მაგრამ პირველად კიმმა გაისროლა...მან ჯიჰუნს პირდაპირ თავში მოარტყა.ჯიჰუნმა პისტალეტი დააგდო...სხეული კი ხმაურიანად წაიქცა.

- იუნგი! - აგრძელებდა ყვირილს ამელი და თან ხელს აქეთ-იქეთ აქნებდა.ბორკილის გამო მაჯა გაუწითლდა,ხოლო აქა-იქ გაეკაწრა კიდეც.

- ეი,რას აკეთებ, - ნამჯუნმა და ჯინმა წაქცეულ ბიჭთან მიირბინეს.სახლში დანარჩენი პოლიციელებიც შემოცვივდნენ...მათ ჯიჰუნზე დაკვირვება დაიწყეს,თან რაციას რაღაცას ატყობინებდნენ...ერთ-ერთმა ბიჭმა ბორკილები მოხსნა და ამელიმაც მინთან მიირბინა.

- იუნგი,სასწრაფო მალე მოვა, - თქვა ჯინმა,რომელმაც ბიჭს თავი მის მუხლებზე დაადობინა.შავთმიანმა თვალები გაახილა,თან კი ხშირს სუნთქვას განაგრძობდა.ტუჩები გაშრობოდა და თანდათან ულურჯდებოდა კიდეც.

- უნდა იცოცხლო,გესმის? - ჩურჩულებდა ამელი და ცრემლებს იწმენდდა.

- სულელი ნუ იქნები, - ჩაიცინა იუნგიმ,ხოლო თვალებმა დახუჭვა დაიწყეს.

- არა,თვალები არ დახუჭო! - დაიყვირა გოგონამ და ბიჭის სისხლიანი ხელი თავისაში მოაქცია - გეხვეწები...

- მეგობრებო,სასწრაფოს ვერ დაველოდებით, - ჯინმა პულსი გაუსინჯა,რომელიც თანდათან უსუსტდებოდა. - ახლავე მანქანისკენ წავიყვანოთ! - გასცმა ბრძანება კიმმა.ნამჯუნმა,ჯინს იუნგის ხელში აყვანაში დაეხმარა.ბიჭებმა მეგობარი მანქანამდე მიიყვანეს,და ბოლო სიდენიაზე დააწვინეს.ამელი ახლოს ჩამოჯდა და იუნგის თავი მუხლებზე დაადობინა.

- სწრაფად! - დააჩქარა გოგონამ და ბიჭის ცივი ხელი თავისაში მოაქცია.

- ყველაზე ახლო საავადმყოფომდე მალე მივალთ, - ნამჯუნმა თავი შეაბრუნა და ამელის გახედა.

- იუნგი,გვჭირდები, - ჩურჩულებდა პაკი და ხელს უფრო და უფროდ მაგრად უჭერდა.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now