[ III ]

7K 335 21
                                    


გარეთ ცრიდა. იუნგი, თავის გოგოსთან ერთად, საატუმროდან გამოვიდა, მანქანაში ჩასვა დაბნეული და შეშინებული, თვითონ კი საჭეს მიუჯდა. გაფითრებული ლეა მუხლების და ხელების კანკალით ჩუმად იჯდა მძღოლის სავარძლის გვერდით, მისი ბატონის გვერდით და იმაზე ფიქრობდა, თუ რა მოელოდა წინ ამ ურჩხულთან ერთად თანაცხოვრებისას. იუნგიმ შეამჩნია, რომ გოგო კანკალს ვერ წყვეტდდა და მალე პატარა ბავშვივით დაიწყებდა ტირილს.

ასეთი სცენის შემსწრემ გვერდულად ჩაიღიმა.

- მომწონს, რომ ჩემი გეშინია - თქვა და ძრავი დაქოქა.

ლეას არაფერი უპასუხია, ვერც ბედავდა სიტყვის თქმას, უბრალოდ თავჩარგული წყნარად იჯდა, ხელები კალთაში ჩაელაგა და თითებს აწვალებდა. უცებ იუნგის ტელეფონმა დაიზუზუნა

- იუნგი! - ხაზის მეორე მხარეს თეჰიონის ხმა გაისმა

- გისმენ თეჰიონ

- დღეს მნიშვნელოვან წვეულებაზე უნდა წახვიდე, ხომ გახსოვს?

- რომელ წვეულებაზე? - გაიკვირვა და წარბები შეყარა

- არ მითხრა, რომ დაგავიწყდა.. ბიძაშენის წვეულებაზე რა გჭირს!?

- ამის დედაც, ეგ სულ ამომივარდა გონებიდან

- ისიც ხომ გახსოვს, ბიძაშენს შენი საცოლის გაცნობას რომ დაპირდი?

- ჩემს საცოლეს უკვე ორი წელია რაც დავშორდი, დაგავიწყდა თეჰიონ?

- მე კი მახსოვს, მაგრამ შენ მაგარ შარში ხარ ძმაო! უკვე მეასამე წელია, რაც გაუთავებლად პირდები მის გაცნობას და გელოდება - გაიცინა თეჰიონმა

- ვიცი და ძალიან არ მინდა ბიძიას ვაწყენინო..

- ვიცი რაც უნდა გააკეთო, სხვა ვინმე წაიყვანე ყალბად, ვითომდა შენი საცოლეა

- მერედა ვინ უნდა წავიყვანო?

- როგორ თუ ვინ, ნაშების მეტი რა გყავს?

- როდის აქეთ ვენდობოდი ქალებს? მითუმეტეს ნაშებს?

- მაშინ არ ვიცი, რა უნდა ქნა..

მონა || M.Y.G (დასრულებული)Where stories live. Discover now