[ XX ]

4K 223 66
                                    


იმედი გადაიწურა. იუნგიმ საყვარელი ქალის დასაბრუნებლად ბრძოლა შეწყვიტა და დანებდა, როგორც ალყაში მოქცეული დამარცხებული მეთაური ბრძოლის ველზე. დანებდა, რადგან აღარაფერს ჰქონდა აზრი.

მინ იუნგი თავის ძველ თავს, მდგომარეობას და ჩვევებს დაუბრუნდა. გვერდით ვეღარავის იტანდა. ნინა, საუკეთესო მეგობარიც კი, გააგდო სახლიდან და მასთან კონტაქტი გაწყვიტა. თავის მხრივ, მტერთან ურთიერთობაც ვერ აპატია.

ნინამ სცადა ახსნა, რომ მასსა და ნამჯუნს შორის არაფერი მომხდარა, გარდა ინციდენტის დროს გაჩენილი ვნების და სულელური კოცნისა, მაგრამ ამაოდ. მას არაფრის გაგონება არ სურდა. მეგობარს მოღალატე უწოდა და სახლიდან გააგდო.

*ახლანდელი დრო*

საღამოს ექვსი საათი ხდებოდა. ცა ლამაზად შეფერილიყო და ცისარტყელა ანათებდა მზის სხივებთან ერთად ფუმფულა ღრუბლებზე.

 ცა ლამაზად შეფერილიყო და ცისარტყელა ანათებდა მზის სხივებთან ერთად ფუმფულა ღრუბლებზე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მშვიდი ქარი ქროდა და ბაღში ლამაზ ყვავილებს ნაზად აფრიალებდა.

საოცრად ლამაზი ამინდი იყო, თითქოს სიხარულის მომასწავებელი, თუმცა "სიხარული" არსებული სიტუაციის აღსაწერად სრულიად შეუფერებელი სიტყვა იქნებოდა.

უსიცოცხლობისაგან დამშვრალი ლეა საწოლზე იწვა და ფანჯარაში საოცარ პეიზაჟს უცქერდა.

უსიცოცხლობისაგან დამშვრალი ლეა საწოლზე იწვა და ფანჯარაში საოცარ პეიზაჟს უცქერდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
მონა || M.Y.G (დასრულებული)Where stories live. Discover now