⊲1⊳

312 14 1
                                    

"მისმინე ჯეი, არ ენდო ხალხს." ჩაის სმის დროს განაცხადა "მათი დაპირებები სინამდვილედ არ მიიჩნიო". ის თავის ჭიქას მოწყენილად უყურებდა. "ხალხი სიყვარულზე ისაუბრებს, ხოლო ღალატი ტრიალებს კაბების ციმციმებში მოქცეული მასალის გარშემო" თავის მეგობარს ახედა და მზერა ისევ წიგნს მიაპყრო "განსაკუთრებით ქალები, არ დაგავიწყდეს რომ ეშმაკმა ქალი გამოიყენა ადამის შესაცდენად" მეორე გაფაციცებით უსმენდა, კომენტაერების გაკეთების გარეშე "თუ ერთ დღეს შეგიყვარდება, არ იფიქრო რომ სიყვარული არ გაგაგიჟებს" ის გაჩერდა და ცივად გაიღიმა "რადგან ის ამას გააკეთებს"

"აი ისევ დაიწყო" ჯეიმ გაიცინა და თავი გააქნია "ნუ იცინი, ეს სერიოზული საქმეა" დაიჩივლა ქერამ. " არა, არ არის. ეს უბრალოდ ზოგადი სისულელეა რასაც მაგ წიგნში 'ათას ერთ ღამეში' კითხულობ" ჯეიმ კვლავ გაიცინა და ქერას ხელებში მყოფ წიგნზე მიუთითა. " თუ ჩვენ მათი არ გვწამს, ისინიც არ დაგვიჯერებენ" ჯეიმ დაამატა და მხრები აიჩეჩა.

"გწამს თუ არა, ეს მათი შფოთის საგანს არ წარმოადგენს" ქერამ ჩაი ისევ მოსვა, შემდეგ წიგნი დახურა და მაგიდაზე დადო "მათ ჩვენი არ სწამთ, მათი სადარდებელი მხოლოდ ფულია" თქვა მან ცივი, ხრინწიანი ხმით, არანაირი ემოცია მის თვალებში, მხოლოდ სიცივე "მაგალითისთვის, იმ მაგიდას შეხედე" თავით ანიშნა მაგიდის გარშემო მსხდომ ხალხზე "ეს ქალები რას ეძებენ?" იკითხა ქერამ " სიყვარულს?" ის ეკითხება "თანაგრძნობას?"

"კარგი რა ჯუნ!! დაივიწყე ისინი, აშკარაა რომ უბრალო ბოზები არიან" ჯეიმ შეუღრინა "არა, ყველა მათგანი ერთნაირია" ქერამ აშკარა მოუთმენლობით წამოიძახა " კარგი, კარგი! ახლა წავიდეთ, არ მინდა ჩვენ თანამშრომლებს კიდევ ვალოდინოთ" ჯეიმ გაიღიმა და ადგა "მართალია" ქერამ მკრთალად გაიღიმა და თავის მეგობარს გაჰყვა.

ორმა მამაკაცმა დატოვა კაფეტერია და პირდაპირ შეხვედრების ოთახისაკენ წავიდნენ, ორივემ აუჩქარა სიარულის ტემპს " დილამშვიდობისა ბატონი ჰან-ჯეი" პირადმა მდივანმა თავი დაუკრა " დილამშვიდობისა კჰიუნ" ჯეიმ ხელი დაუქნია და გაუღიმ. შეხვედრების ოთახში მიმავალ გზაზე, სტაფის დანარჩენი წევრები და მდივნებიც მიესალმნენ და თავები დაუხარეს.

◈ One Thousand Nights [Namjin] ◈ (translation/თარგმანი)Where stories live. Discover now