⊲3⊳

198 11 0
                                    


სოკჯინის თვალთახედვა 


"მამიკო  დღეს სად მიდიხარ" მკითხა ჩონქუქმა, როდესაც წამალს ვასმევდი "ძველი მეგობრის მოსანახულებლად მივდივარ, ის აქედან ძალიან შორს ცხოვრობს, ხვალ დილამდე ვერ დავბრუნდები" მე მას მოვატყუე, რადგან მას მწარე სიმართლე არ მოეწონება.


"ჩემთან ვერ დარჩები ამ ღამეს?" ტუჩების დაბუსხვით თქვა, ამოვიხვნეშე და თავი გავიქნიე " სანამ გაიგებ მანამდე დავბრუნდები, და ხვალ, რასაც გინდა იმას მოგიმზადებ საჭმელად, ეს როგორ ჟღერს შენთვის, პატარა ბაჭიავ?" როდესაც მისი ნასიამოვნები ღიმილი დავინახე მეც გავიღიმე.


"იესსსს" ის გამხნევდა და მჭიდროდ ჩამეხუტა, შემდეგ კი ტელევიზორისკენ გაიქცა "იეეეს, სპანჯბობი" მან გულიანად შეჰყვირა. "დარწმუნებული ხარ რომ შენი მეგობარი ფულს, პირობების წაყენების გარეშე მოგცემს?" დაეჭვებით მკითხა ნარიმ რომელიც მისაღებ ოთახში შემოვიდა.


ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე, ვფიცავ ამ გოგოს მეექვსე გრძნობა აქვს და შეუძლია სხვების აზრები წაიკითხოს ან რაღაც ამდაგვარი "ის მდიდარია, ვუთხარი რომ ფულს უკან დავუბრუნებდი და ისიც დამთანხმდა" უხერხულად ავუხსები, მან ნერვიულად შემომხედა, ამ პასუხით კმაყოფილი არ ჩანს "მადლობა რომ დღეს ჩონქუქთან რჩები" გულწრფელად გავუღიმე "ახლა შხაპი უნდა მივიღო" ვთქვი როდესაც ოთახისკენ წავედი.


-


დრო სწრაფად გავიდა, უკვე რვა საათია, ტაქსმა უზარმაზარ სასტუმროსთნ მიმიყვანა. ეს ერთ-ერთი სახელგანთქმული სასტუმროა მთელ მსოფლიოში. უცბათ გულში ტკივილს ვგრძნობ, მხრები და ფეხები დამიმძიმდა. ამის გაკეთება მინდა? ამას ვეკითხები საკუთარ თავს ყოველ წუთას,მაგრამ... სხვა არჩევანი მაქვს?

◈ One Thousand Nights [Namjin] ◈ (translation/თარგმანი)Donde viven las historias. Descúbrelo ahora