23

317 25 2
                                    

"ნიე? " ლილიმ წვიმის გამო ძილი ვერ მოახერხა, ბევრი იტრიალა, თავს დაძინება ვერ აიძულა და გადაწყვიტა მის მეზობელს თუ ეღვიძა დრო გაეყვანა, ქალის ისტორიები ხომ ძალიან უყვარდა.
"გისმენ, საყვარელო" მოპირდაპირე საკნიდან საწოლში (რეალურად ცივ ცემენტზე დაგდებული ძველი ლეიბი იყო) გადაბრუნების სუსტი ხმა გაისმა. ნიემ სავარაუდოდ სახე ლილისკენ მიაქცია
"არც შენ გეძინება?"
"არა" ქალმა სევდიანად უპასუხა
"ნიე, ახლა რომ გარეთ იყო რას გააკეთებდი?"
"ალბათ, ტყეში წავიდოდი ლი, ჩემი მშბლების სახლთან ახლო იყო ერთი, მე და ნახევრის თავშესაფარი, როცა მარტო ყოფნა გვინდოდა იქ მივდიდოდით ხოლმე...  ახლა ბევრი არც არაფერი დამრჩენია გარეთ"
"რას ამბობ ნიე, აქ ჩაკეტილობას ყველაფერი ჯობია, არც მე მყავს ვინმე გარეთ, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის გავალ"
"ჰეჰე, მე ვიცი შენ რატომაც გეჩქარება" ქალმა ჩაიცინა
"არაფერიც, შენ გგონია როგორც კი გავალ ნახევარს მოვძებნი?" ლილის ლოყები არასასურველმა სითბომ ვარდისფერად შეაფერადა
"და ვინ ახსენა ნახევარი, საყვარელო? " ნიემ მხიარულად გასძახა ომეგას
" მე ვიცი შენ რასაც ფიქრობ " გოგონამ თავი დაიცვა
" კარგი, ჩემი ბრალია" ღიმილს ვერ იკავებდა ქალი
" ნიე, ნახევრებს ერთმანეთი ყოველთვის უყვართ?"
"რა თქმა უნდა, საყვარელო, მე რომ პირველად დავინახე მაშინვე მიყვარდა "  ნიეს სახე სიხარულით გაებადრა 
"იქნებ გარეგნობით არ მოეწონათ ერთმანეთი? იქნებ ხასიათებით?"
"ლილი, არაფერს აქვს მნიშვნელობა დამიჯერე, როცა შეხვდები მიხვდები, რომ ის სრულყოფილია, ზუსტად ისეთია, როგორც შენ გინდა, ტყუილად კი არ ჰქვია ნახევარი, ნახავ შენს სხეულს და არსებას გაამთლიანებს, ზუსტად ისეთი იქნება როგორიც შენ გინდა და გჭირდება". ლილის ძალიან მოსწონდა ნიეს ასეთი საუბრები, მოყოლის თვდაჯერებული მანერა, მას თუ დაუჯერებდა ნახევარს აუცილებლად ეყვარებოდა გოგონა, გამონაკლისის გარეშე. მაგრამ... რაღაც ყოველთვის აწუხებდა, ყოველთვის წამით მაინც გაიფიქრებდა, რომ შეიძლება რაღაც გაფუჭებულიყო
"ნიე...ფიქრობ, რომ ჩემნაირიც მოეწონება?"
"რა კითხვააა ძვირფასო, შენნაირი როგორი? ძალიან ლამაზი, კეთილი, საყვარელი და ყველაზე ძვირფასი არსება, რომელსაც მისი ცხოვრების მანძილზე შეხვდება? კი, დარწმუნებული ვარ, რომ მოეწონები კი არა შენზე გადაირევა"
"აჰ ნიე, შენ ძალიან მაქებ" გოგონამ სახე ხელებში ჩამალა
"ტყუილს არაფერს ვამბობ ასე რომ შეიფერე".  ნიე ყოველთვის ფიქრობდა, რომ ლილი პატარა სიხარულის მარცვალი იყო, რომელიც ცუდ ნიადაგში მოხვდა და ვერ ახერხებდა გაზრდილიყო. პატარა, სულ პაწია კარგი სიტყვაც კი ისე უხაროდა, როგორც პატარა ბავშვს შოკოლადი. სახე აუვარდისფრდებოდა, ტუჩებს ოდნავ გახსნიდა, თვალები გაუბრწყინდებოდა და მორცხვად იყურებოდა. ნიესთვის ეს ყველაზე ლამაზი სანახაობა იყო და ყოველთვის ცდილობდა, ლილი შექებით გაენებივრებინა, გოგონას საშინელმა ცხოვრებამ და ადამიანების დამოკიდებულებამ საკუთარი თავის რწმენა გაუნადგურა, არასოდეს დაიჯერებდა რომ რამედ ღირდა, ამიტომაც ქალს თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა სანამ ლილის გვერდით იქნებოდა საკუთარი თავის სიყვარულის სწავლაში დახმარებოდა.

'were'wolfieWhere stories live. Discover now