26 ( თეჰიონი)

345 25 2
                                    

იმ ღამის შემდეგ უცნაურად მშვიდად განვითარდა ყველაფერი, თითქოს არც არაფერი მომხდარაო, ნუ რამდენიმე პატარა და ერთ დიდ ცვლილებას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც ვერაფრით ვეგუებოდი და ძალიან მანერვიულებდა, რატომ არც კი ვიცი. პრინციპში უნდა მდომებოდა კიდეც ასეთი სიტუაცია.

ლილიმ ძალიან დიდხანს იძინა, მხოლოდ ორი დღის შემდეგ ღამე გაიღვიძა. იუნგუკმა დამამშვიდა მისი ორგანიზმი ძალებს იღდგენს და დრო სჭრდებაო. მთავარი იყო ცოცხალი იყო და საფრთხე არ ემუქრებოდა.
"საშინლად გამოიყურები" ჯიმინი ჩემს გვერდით დივანზე დაეცა
"ასევე" ბიჭი კარგად შევათვალიერე. ჩაშავებული თვალები, დაკუჭული ტანსაცმელი, თმებიც აბურდული (რაც ჯიმინისგან ძალიან გასაკვირი იყო), თითქოს წონაშიც დაეკლო
"მძიმე დღეების ბრალია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა, სანერვიულომ ჩაიარა"
" იუნგი?"
"წავიდა, სამსახურის ამბები, თან ძალიან გადაიღალა. დარჩენა უნდოდა, მაგრამ ძალით გავაგდე"
მხოლოდ თავი დავუქნიე. ყველანი გადაღლილები ვიყავით, გამოფიტულები, ფიზიკურადაც და ემოციურადაც.
" სახლში წადი, თე" მშვიდად, თითქოს შეფარვით მითხრა
" აქ მირჩევნია, ჯიმინ"
" ეს თხოვნა არ იყო. მოსიარულე ზომბს გავხარ, სარკეში ჩაიხედე? ლილი რომ გაიღვიძებს და დაგინახავს გადაირევა" 
"და რომ გაიღვიძოს და ვერ დამინახოს? მინდა აქ ვიყო"
"ჯერ არ გაიღვიძებს, იუნგუკმა ხომ თქვა ჯერ დრო სჭირდებაო... გთხოვ, კარგი? წადი, დაიბანე, შეჭამე, დაიძინე, დამიჯერე გჭირდება" სახე შეჭმუხნა და ცხვირზე ორი თითი მიიდო
" მასეც არაა" მხარი გავკარი. გაიღიმა
" წადი, კარგი? მეც წავალ. საშინლად მეძინება. საოცარია ასე მცირე დროში ამ გოგონამ რა გვიქნა, ისე ვნერვიულობდი, იუნგიც კი, არადა რომ ჰკითხო ჩემ გარდა არავინ აინტერესებს, ჰაჰ!" 
თავი ისევ დავუქნიე. ლილი ყველას გვიყვარდა, თან ძალიან. რაც ეს ამბავი მოხდა იუნგუკის ბინა პრაქტიკულად არც ერთს დაგვიტოვებია
"ადექი ჰე, წამოდი, თან ისეც არაა თითქოს მარტო რჩება, ჯონგუკი ძაღლივით გარშემო დასტრიალებს, დარწმუნებული ვარ კუდი რომ ჰქონდეს ქიცინით მოსძვრებოდა". თვალები გადაატრიალა. გამეცინა. აი, დიდი განსხვავებაც. ჯონგუკი შეიცვალა. არაფერი გარეგნულად ან ხასიათით, ყველასთან ისევ ისეთი იყო, გარდა ლილიანასი. დანიშვნის შემდეგ, უთქმელად გავარდა გარეთ და ერთ საათში დაბრუნდა. თვალები ჩაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა, მხრები ჩამოყრილი, არც შემოგვხედა ისე შევიდა ლილისთან და მას მერე ოთახი არ დაუტოვებია. ბიჭის ხასიათი რომ ვიცოდი, მეგონა გაქცევის მერე აღარ დაბრუნდებოდა და გოგონასგან თავს უფრო შორს დაიჭერდა, უკვე ვემზადებოდი მისი უხიაკობით გამოწვეული პრობლემებისთვის, მაგრამ პირიქით ხდებოდა და ეს 'პირიქით' სიტუაცია გახლდათ სწორედ ძალიან რომ მაბნევდა და მანერვიულებდა. იუნგუკს ჯონგუკისადმი ცუდი დამოკიდებულება არასოდეს დაუმალავს, ერთმანეთი რომ არ მოსწონდათ ყველამ ვიცოდით და ახლა მის ბინაში მყარად გამაგრებული ბიჭის ატანაც აშკარად უჭირდა, თვალებში გაღიზიანება არაერთხელ გადაურბენდა ხოლმე, მაგრამ უჩვეულოდ ჩუმად იყო. რამდენჯერმე თუ გაიგონებდით ჩუმ დუდღუნს: "როდის მეღირსება სახლში დავბრუნდე და იმ ადამიანის სუნით არ იყოს ბინა აქოთებული" ან "ისე ზის კრუხივით იმ ოთახში და ისე იყურება გეგონება ჩვენ გვაბრალებს, არადა პირიქით" და მსგავსები. აი მე კი მენეჯერის  საოცრად მადლიერი ვიყავი, ის რომ არა, არც კი ვიცი რა მოხდებოდა. ძალიან დამეხმარა, შემომთავაზა, სანამ მე ვერ შევძლებდი კომპანიის მიხედვას ის მოაგვარებდა, ახლაც წასული იყო, სავარაუდოდ იმას აკეთებდა, რაც წესით ჩემი მოვალეობა გახლდათ.  ყველაზე ნაკლებად სამსახური მაინტერესებდა, სანამ ლილი ჩემთან სახლში არ დაბრუნდებოდა ვერ მოვისვენებდი და სხვა რამეზეც ვერ ვიფიქრებდი. იუნგუკს ვთხოვე, თუ ლილის მხოლოდ ეძინა ხომ შეიძლებოდა ჩემთან გადამეყვანა, მაგრამ უარი მივიღე, "გაიღვიძებს და წაიყვანე"

'were'wolfieWhere stories live. Discover now