𝐂𝐡𝐚𝐩𝐭𝐞𝐫 1

61 4 0
                                    

And then, You change everything
Chapter 1
- მომბეზრდა ეს ყველაფერი, ყოველდღე ერთი და იგივე: მშობლების გაუთავებელი კამათი, ეს ქალაქიც კი მომბეზრდა და საერთოდ ყველაფერი რაც ჩემს გარშემოა. მართლა ძალიან დავიღალე, მინდა ეს რუტინული სამყარო რაღაც ახალით ჩავანაცვლო. ახალი თავგადასავლები, ახალი სახეები ახალი გარემო და საერთოდ, ყველაფერი ახალი. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება - ვთქვი და პასუხის დაველოდე სეიდისგან.
- მესმის, ვიცი როგორი რთულია შენთვის, მაგრამ მაინც იქნებ სხვა გამოსავალი არსებობდეს, არმინდა უშენოდ ყოფნა - კითხვასავით მითხრა მან
- ბევრი ვიფიქრე, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს, მეც გამიჭირდება უშენოდ მაგრამ ხშირად დაგირეკავ ხოლმე, და ყველაფერს მოგიყვები
- არვიცი, თუ ფიქრობ რომ ასე ჯობს, ალბათ ასეცაა - ცოტა დანაღვლიანებულმა მიპასუხა.
- სედ, ხომ იცი რომ შენზე მეტად არასოდეს არავის შევიყვარებ, თანაც შესაძლოა რაიმე შეიცვალოს, მე დავბრუნდე ან თუნდაც... თუნდაც შენ ჩამოხვიდე - იმედის მომცემად ვთქვი
- ჰმმმ... შეუძლებელია, ვერ დავტოვებ ოჯახს და ლონდონში ვერ გადმოვალ საცხოვრებლად, ამას ნამდვილად ვერ შევძლებ, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ ჩამოვიდე კიდეც
- ჰომ... მესმის
- მოკლედ... დღეს ჩემთან რჩები ხომ?
- რათქმაუნდა, ბოლო დღეს მაინც ვიყოთ ერთად - მითხრა და წარბები ეშმაკურად ამითამაშა
- დღეს რაც შეიძლება მაგრად უნდა გავერთოთ
მეც იგივენაირი მზერა ვესროლე და საწოლზე ხტუნვა დავიწყეთ...
მოკლედ... არვიცი რამდენად შეიძლება ამას როგორც ვთქვით "მაგრად გართობა" ვუწოდო მაგრამ მთელი ღამე ფილმების ყურებასა და ზედმეტი ჩიფსის ჭამაში გავატარეთ, შემდეგ გათენებისას ჩაგვეძინა და აი ზუსტად ახლა ოთახიდან შეუმჩნევლად გასვლას ვცდილობ, რაც ვფიქრობ ცოტა არიყოს გამიჭირდება.
სწორედ რომ ასე მოხდა, მთელი ერთი საათი ველოდებოდი როდის გავიდოდა ჯონი სახლიდან, რომ ოთახიდან ჩემოდნის გატანაც მომეხერხებინა მაგრამ ის მთელი დღე სახლში იყო და ტელევიზორის ყურებით გაყავდა დრო. საბოლოოდ სედს დავურეკე და ჩემი ოთახის ფანჯარასთან მოსვლა ვთხოვე, თხუთმეტ წუთში უკვე იქ იყო და ფანჯრიდან გადავაწოდე ჩემოდანი, მეც ფანჯრიდანვე მომიწია გადასვლა...
თვალებს ვახელ და თეთრ ფონს ვხედავ, მომხდარს ვიხსენებ და ვხვდები რატომ მძინავს მჯდომიარეს. თვითმფრინავი უკვე ეშვება, სედიც რამოდენიმე საათის წინ დავტოვე თვალ-ცრემლიანი, და ვხვდები რომ ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში მინდოდა ძალიან ახლოსაა, მუცელში პეპლები იწყებენ თამაშს, და პატარათი მეღიმება კიდეც❗️
________________________________
პატარაა, თუმცა პირველია და მეტი არც შემეძლო, რომ დამეწერა.
მალევე დავდებ ახალ თავს, რომელიც უკვე დაწერილია.
შემდეგ თავში შევხვდებით🌟

𝐀𝐧𝐝 𝐭𝐡𝐞𝐧, 𝐘𝐨𝐮 𝐜𝐡𝐚𝐧𝐠𝐞 𝐞𝐯𝐞𝐫𝐲𝐭𝐡𝐢𝐧𝐠Where stories live. Discover now