𝐂𝐡𝐚𝐩𝐭𝐞𝐫 2

28 2 1
                                    

And then, You change everything
Chapter 2
თვითმფრინავიდან საბოლოოდ ჩამოვედი, ცივი, სუსხიანი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, პატარა სალათისფერი ჩემოდანი ჩემსკენ მოვიზიდე და პირდაპირ სვლა დავიწყე. გარშემო ვიხედებოდი, და ქუჩებს ვათვალიერებდი, მუცელში პეპლები უფრო და უფრო სწრაფად იწყებდნენ აქეთ-იქეთ ხტუნვას და მეც უფრო მეტად ვღელავდი.
საბოლოოდ მივაღწიე დანიშნულების ადგილას, ჩემს წინ პატარა სახლს თვალი მოვავლე რომელსაც წითლად "Sale" ეწერა და კარისკენ გავემართე. რამოდენიმეჯერ დავაკაკუნე და მეპატრონის გამოსვლას დაველოდე, ცოტა შეაგვიანდა მაგრამ მაინც გამიღო კარი. მოხუცებული კაცი იყო, ერთი შეხედვით ძალიან საყვარელი და კეთილი ჩანდა
- გამარჯობა
ცოტა მორიდებულად ვუთხარი, მანაც იგივეთი მიპასუხა
- ერთ-ერთ საიტზე ვნახე ეს სახლი, სადაც წავიკითხე რომ იყიდებოდა და ქირავდებოდა კიდეც, დავინტერესდი და როგორც ხედავთ უკვე აქ ვარ.
გავუღიმე
- ამ დიახ, მობრძანდით
გამიღიმა და სახლში შემიპატიჟა, ძალიან თბილი ღიმილი ქონია.
სახლს თვალი მოვავლე, ისეთივე საყვარელი ინტერიერი ქონდა როგორიც მეპატრონეა. პატარა და მყუდრო სახლი იყო, გამიმართლებს თუ პირობები ჩემთვის ხელსაყრელი იქნება.
მაგიდისაკენ მიმიპატიჟა, მეც სკამი გამოვწიე და მოხერხებულად მოვთავსდი.
- ყავა თუ ჩაი?
არა, ეს კაცი მართლაც ძალიან კეთილია
- არაფერი მინდა მადლობა, ნუ შეწუხდებით
- რა შეწუხებაა შვილო, ფორთოხლის წვენს მაინც დაგისხავ?
- კარგით, იყოს ფორთოხლის წვენი
დავეთანხმე და გავუღიმე
წვენი ჩემს წინ დადგა და ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
- როგორც გითხარით სახლის დაქირავება მინდა, და პირობები მაინტერესებს, ისე გაკვირვებული ვარ, რატომ უნდა ყიდიდეთ ასეთ მყუდრო და საყვარელ სახლს
- სახლში მარტო ვცხოვრობ, ეს სახლი ჩემთვის ბევრ მოგონებასთანაა დაკავშირებული, როგორც კარგ მოგონებებთან ისევე ცუდთანაც.
პატარა პაუზა გააკეთა და ისევ თვითონ განაგრძო
- მე და ჩემმა მეუღლემ მთელი ცხოვრება აქ გავატარეთ, რამოდენიმე წელი შვილი არ გვიჩნდებოდა, ქორწინებიდან 4 წელში კი გვეყოლა, 14 წლის იყო როცა სიმსივნით დაავადდა, რამოდენიმე თვეში კი ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. მას შემდეგ დეპრესია გვქონდა მეც და ჩემს მეუღლესაც, საბოლოოდ მან ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა, მეკი მარტო დავრჩი, სრულიად მარტო. ეს კედლები, თითოეული დეტალი ამ ისტორიას ინახავს, ყველაფერი მათ მახსენებს მეკი აღარ შემიძლია აქ ცხოვრება ამიტომ გადავწყვიტე გაყიდვა, მინდა სადმე სხვაგან გადავიდე, სადმე ისეთ ადგილას სადაც მშვიდად ცხოვრებას შევძლებ.
დაასრულა და თვალზე ცრემლი მოადგა, ვერაფრის თქმას ვერ ვბედავდი, და თვითონვე განაგრძო საუბარი.
ფასზე საბედნიეროდ მალევე შევთანხმდით, პირველი ორი თვის გადასახადი გადავუხადე, დანაზოგი მქონდა, უფრო სწორად ახლაც მაქვს, ბებიამ გარდაცვალების წინ მისი ქონება მთლიანად მე დამიტოვა, როგორც მის ერთადერთ შვილიშვილს. დიდხანს ვისაუბრეთ, ყველაფერი მომიყვა მასზე და მის წარსულზე, მეც ვუამბე ჩემზე, ნახევარ საათში კი წავიდა, წასვლამდე სახლი დამათვალიერებინა და ყველაფერი ამიხსნა. თან არაფერი წაუღია, მითხრა თუ რამის შეცვლას დააპირებ შეცვალეო, ეჭვი მეპარება იმაში რომ სამომავლოდ რაიმე შევცვალო, ზუსტად ისეა ყველაფერი როგორც შეიძლებოდა რომ მე მომეწყო...
წასვლის წინ სახლს თვალი მოავლო, ორი გასაღები მომცა, ერთი თავისთვის დაიტოვა ყოველი შემთხვევისთვის, და მალევე წავიდა.
დღეს დასვენება გადავწყვიტე, ხვალიდან კი სამსახურის შოვნას შევუდგები. სედს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი, ჯორჯის ისტორიაზე აქვითინდა, (სახლის მეპატრონის სახელია ცნობისთვის😅)დედაჩემის და ჯონის რეაქციაზეც ვკითხე, როცა გაიგეს რომ გავიპარე, მან კი მითხრა რომ ამ ფაქტით საერთოდ არ შეწუხებულან, ასეც ვიცოდი, მათ მხოლოდ იმიტომ ვჭირდებოდი რომ ბებიას დანატოვარი ქონება გაეფლანგათ. როცა სეიდთან საუბარი დავასრულე ჩემოდნის ამოლაგება გადავწყვიტე, ბევრი არაფერი წამომიღია, რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი და ჰიგიენის ნივთები მქონდა მხოლოდ, ამიტომ რაღაცეების შეძენა კიდევ მომიწევს, ამას პირველი ხელფასის შემდეგ ვიზავ, ჯერ-ჯერობით ჩემს ბიუჯეტს უნდა მოვუფრთხილდე...
დილით არცისე ადრე ავდექი, მოვწესრიგდი და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე: შავი, ყელიანი მაგრამ თხელი სვიტერი ჩავიცვი, ბოიfრენდის ჯინსზე, ფეხზე კი შავივე ვანსები ამოვიცვი. პროდუქტები არ მქონდა ამიტომ გარეთ მომიწია საუზმობა. სახლიდან გასვლის წინ გრძელი მოსაცმელი და ზურგჩანთა ავიღე, ქუჩას კი ფეხით ჩავუყევი.
ბევრი ბოდიალის შემდეგ ერთ მყუდრო კაფეს მივაგენი, რომლის კარზეც ეწერა რომ ვაკანსიები ქონდათ, მეც რაღათქმაუნდა შევედი.
ძალიან კარგად იყო მოწყობილი, სიმშვიდე და მყუდროება სუფევდა.
მიმტანი დავინახე რომელსაც ვკითხე თუ ვის უნდა გავსაუბრებოდი მან კი პატარა ოთახისკენ მიმითითა.
შიგნით შესულს იქ არავინ დამხვდა, გოგონამ კი მითხრა რომ უფროსს დავლოდებოდი.
თხუთმეტი წუთი ვუცადე, მაგრამ არავინ ჩანდა ამიტომ ბოლოს წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ზუსტად ამდროს შემოაღო ვიღაც შავ კულულა თმიანმა ბიჭმა კარი...❗️
აჰამ, ესეც მეორე, უფრო დიდის დაწერას ვაპირებდი მაგრამ ამ მომენტში მომიწია გაჩერება, შემდეგში სავარაუდოდ უფრო დიდი იქნება, თანაც იდეები უკვე მაქვს.
შემდეგ თავში შევხვდებით...♥️

𝐀𝐧𝐝 𝐭𝐡𝐞𝐧, 𝐘𝐨𝐮 𝐜𝐡𝐚𝐧𝐠𝐞 𝐞𝐯𝐞𝐫𝐲𝐭𝐡𝐢𝐧𝐠Where stories live. Discover now