💜21💜

1.8K 128 36
                                    


Author's pov

თეჰიონი მანქანიდან გადმოვიდა და ჯონგუკის სახლთან აუჩქარებლად მივიდა.
თითი ზარის ღილაკისკენ წაიღო, თუმცა დარეკვა ვერ გაბედა. დიდხანს იდგა სახლის კართან და ფიქრობდა რა შეიძლება მომხდარიყო. ყველაზე მეტად ჯონგუკის დაკარგვა აშინებდა.

გამბედაობა მოიკრიბა და კარზე დააკაკუნა. ნაზი ნაბიჯების გაგონებისას კი თითქოს ფეხებში ძალა დაკარგა და სუნთქვა შეეკრა. მალევე კარების სახელური ჩამოიწია და მისი თვალები დიდ შავ ბემბის თვალებს შეხვდა. როცა დაინახა მიხვდა, რომ ის იმაზე მეტად ენატრებოდა ვიდრე ეგონა. კარგა ხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, სანამ უმცროსმა არ დაარღვია გაბატონებული სიჩუმე.
~ აქ რას აკეთებ? (ჯონგუკი)
როდესაც პასუხი ვერ მიიღო გვერდით გაიწია და უფროსს ანიშნა სახლში შემოსულიყო.
~ როგორ ხარ? (თეჰიონი)
~ უკეთესადაც ვყოფილვარ (ჯონგუკი)
თეჰიონი უყურებდა მის სიყვარულს, დიახ სიყვარულს და გული სტკიოდა, როცა ასეთს ხედავდა. ბიჭი ზედმეტად იყო გამხდარი და ტირილისგან ჰქონდა თვალები დასიებული.

~ აქ რატომ მოხვედი? ( ჯონგუკი)

~ ვინერვიულე როცა გავიგე, რომ ცუდად გახდი (თეჰიონი)

~რატომ? რატომ ინერვიულე? მე შენთვის არავინ ვარ (ჯონგუკი)

~ გთხოვ ეგრე ნუ ამბობ, ასე არ არის (თეჰიონი)

~ ახლა კარგად ვარ შეგიძლია წახვიდე (ჯონგუკი)

~ ჯონგუკ... (თეჰიონი)

~ რა! გისმენ! რა გინდა აქ რატომ მოხვედი? არ შეგიძლია უბრალოდ მაშინ შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში, როცა გინდა და შემდეგ როცა მოგინდება გაქრე! (ჯონგუკი)

☆instagram star☆თექუქიWhere stories live. Discover now