6

427 66 28
                                    

თეჰიონი მიჩვეული იყო ადრე ადგომას, თუმცა გამთენიისას ფეხზე წამოხტომა მისთვისაც რთული გახლდათ. ვარჯიშებს ჯიმინი უძღვებოდა. ჯონგუკი ამ პერიოდში არსად ჩანდა.
თუმცა, საერთოდაც, იშვიათად თუ გამოჩნდებოდა ხოლმე მათთან. ალბათ ბევრი საქმე ჰქონდა, ახალბედები კი, პაკისთვის ჰყავდა გადაბარებული, სწორედ ასე ჩანდა. ჯიმინი იმდენად მკაცრად იძლეოდა ბრძანებებს, შეუძლებელი იყო ვინმეს არ შეესრულებინა - თუ, რა თქმა უნდა, უეცრად ცუდად არ გახდებოდა ასეთი ზეწოლისგან.
თეჰიონი ნელ-ნელა ეჩვეოდა და ისე აღარ იღლებოდა, როგორც პირველ ჯერზე. ვერ იტყოდა, რომ ამ საქმეში მის მთელ სულს და გულს დებდა, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა და ზერელედ არ უდგებოდა, სულ ეს იყო.

უკვე ვარჯიშებს მორჩენილები იყვნენ, შუადღე იყო, ხოლო თეჰიონი უზარმაზარ ბაღში დააბიჯებდა და ყვავილებს ათვალიერებდა, როცა შტვენა შემოესმა. 

-ეი, კიმ, აქეთ! -ეძახდა პაკი ბაღის ბოლოდან. 

წამით თვალები მოჭუტა და ისე დააკვირდა ჯიმინის ფიგურას, შემდეგ თავი დაუქნია და მისკენ დაიძრა. 

-რა ხდება? -ჰკითხა ინტერესით. 

-დღეს შენს უბანში საქმეზე მივდივარ. ხომ არ გინდა წამოხვიდე? ის ტანსაცმელი, რაც მოგიტანეთ,  დიდი გაქვს, საკუთარს წამოიღებდი და თან მშობლებსაც ნახავდი ცოტახანს. -შესთავაზა უფროსმა და ამასობაში ვილისკენ დაიძრა. ჯიმინის ხმა იმდენად რბილი იყო, თეჰიონს უცხოდაც კი ეჩვენა.

-რა თქმა უნდა, მინდა! -აღელვება ვერ დამალა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს, წლები იყო გასული, რაც სახლიდან წამოვიდა, არადა, სულ რამდენიმე კვირას გაევლო.

დიდხანს აღარ უცდია ჯიმინისთვის, მოწესრიგების შემდეგ, პირდაპირ გასასვლელისკენ გაემართა, რადგან პაკი დაგვიანებას არ იყო მიჩვეული, ყოველთვის ყველგან ზუსტ დროს ჩნდებოდა. ეზიზღებოდა, როცა ალოდინებდნენ, ამას ისე ვერ იტანდა, ასეთ დროს ისეთ საშინელ ხასიათზე დგებოდა,  ყველასთვის აჯობებდა, ასეთ პაკ ჯიმინს გასცლოდა. თეჰიონს ძალიან აინტერესებდა ამ ყველაფრის მიზეზი, შეიძლება ეს უბრალოდ ჯიმინის ხასიათის ბრალი იყო, თუმცა, უმცროსი რაღაც ძალით გრძნობდა, რომ ამ ყველაფერს თავისი და მნიშვნელოვანი მიზეზიც ჰქონდა. 

Dancing in the shadowWhere stories live. Discover now