*16თავი😳😐*

207 39 4
                                    

მე და სუჯიმ კი ტაქსი გავაჩერეთ და მისი სახლისკენ გავემართეთ.
-მადლობა რო გამომაცილე.მითხრა სუჯიმ.
-არაფერს რისი მადლობა,თან საქმე ხომ გქონდა ჩემთან,შეგიძლია მითხრა სანამ სახლამდე მივალთ.ვუთხარი და თბილად გავუღიმე მას.
-კი მე ჩემს ძმაზე მინდოდა ლაპარაკი.მითხრა სუჯიმ და ნერვიულად ხელების სრისვა დაიწყო.
-ქუქიზე?ხო კარგადაა?ვკითხე გაკვირვებული სახით.
-კი.უბრალოდ ის შეყვარებულია თანაც უზომოდ.მიპასუხა სუჯიმ.სიმართლე გითხრათ ეს სიტყვები არ გამხარებია,პირიქით არ მესიამოვნა კიდეც,თუმცა ვერ ვხვდები რატომ.რათქმაუნდა არ შევიმჩნიე და სუჯის ვუთხარი:
-ძალიან გამიხარდა,მაგრამ ჩემთვის ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს ქუქის,ამიტომ თუ ჩემგან ელოდები გაიგო ვინ არის ის გოგო ნამდვილად ვერ დაგეხმარები.
-არა ეს არ მინდა.ისედაც ვიცი ვინ არის ის გოგო.მითხრა სუჯიმ და გამიღიმა.ცოტა დავიბენი.
-მაშინ ჩემთვის რისი თქმა გინდოდა,ან ეს რატომ მითხარი?ვკითხე სუჯის.
-იმიტომ რომ ის გოგო შენ ხარ.მიპასუხა მან და გახარებული სახით ხელი ჩამკიდა.ეს სიტყვები რომ გავიგე იმდენად გამიკვირდა ხმას ვეღარ ვიღებდი.ჩემთვის ჩვენს ურთიერთობას მხოლოდ კარგი მეგობრობა ერქვა.მართალია თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი ჰოსოკსა და ქუქის შორის,მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცი რომ ჰოსოკი მთელი ჩემი არსებით მიყვარს.თუმცა ქუქიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის...
-ნანი კარგად ხარ?მკითხა სუჯიმ.
-კი.უბრალოდ ეს სიტყვები მოულოდნელი იყო ჩემთვის.
-ვიცი,მაგრამ ძალიან გთხოვ ჩემ ძმას არ უთხრა რომ ეს გითხარი,თორემ ძალიან გამიბრაზდება.მთხოვა სუჯი.მე პირობა მივეცი რომ ქუქის არაფერს ვეტყოდი და ვკითხე საიდან იცოდა ეს ყველაფერი.მან კი მიპასუხა რომ ეს ქუქიმ იმ დღეს უთხრა როცა მე მთვრალი ვიყავი და მან სახლში მიმიყვანა.შემდეგ კი თვითონ დაბრუნდა სახლში და ჩემზე დაიწყო ლაპარაკი მასთან.(ქუქიმ სუჯისთან)გზაში ბევრი ვილაპარაკეთ სუჯიმ ბევრი რამ მომიყვა ქუქის შესახებ.მითხრა რომ სანამ მე გამოვჩნდებოდი მის ცხოვრებაში ქუქი ძალიან უხეში და უკარება იყო.არ უყვარდა უცხოებთან ლაპარაკი, კონტაქტი,მაგრამ ჩემს მერე რატომღაც ყველაფერი შეიცვალა.მითხრა რომ ის ჩემი წყალობით მამამისსაც კი შეურიგდა,და ამისთვის მადლობაც გადამიხადა.სანამ სახლამდე მივედით გაწვიმდა.
-აი აქ არის ჩემი სახლი.თქვა სუჯიმ და ტაქსი გააჩერა.
-მოიცადე მიგაცილებ.ვუთხარი და მძღოლს ვთხოვე ცოტახნით მოეცადა.ორივე მანქანიდან გადმოვედით და სახლამდე სწრაფად მივირბინეთ.სუჯიმ კარზე ზარი დარეკა,კარი კი ქუქიმ გააღო.როცა დამინახა გაოგნებული სახით მომაშტერდა.

♡See you again♡✔Donde viven las historias. Descúbrelo ahora