(პირველ რიგში ყველას უდიდეს ბოდიშს გიხდით რომ ამდენი ხანი გალოდინეთ ამ თავის გამო, მაგრამ რა მექნა, ფიზიკურად არ შემეძლო წერა იმიტომ რომ ტელეფონი გაფუჭებული მქონდა, ახლა კი ძლივს დავჯექი და დავწერე ფიკის ფინალი რომელიც თქვენს წინაა, კიდევ ერთხელ ბოდიში და დიდი მადლობა რომ მელოდებოდით)- თეჰიონ, გამომძიებლებს უნდა დაველაპარაკოთ, - ჩაფიქრებულ ბიჭს ჩანიოლი აფხიზლებს, რომელიც მხარზე გამამხნევებლად ადებს ხელს.
- ხო, მართალია, - თავს ოდნავ აქნევს ბიჭი და ერთად შეკრებილ გამომძიებლებს უახლოვდება.
- მისი სიკვდილი არ გვაწყობდა, - იძახის გარკო და შერლოკის გვამს დაჰყურებს, რომელიც სპეციალურ მატერიალშია მოთავსებული.
- სხვა გზა არ მქონდა, - პასუხობს თეჰიონი.
- დეტექტივებმა რომლებიც სპეციალურად დავიქირავე, მისი ვინაობა დაადგინეს, - ამბობს უეცრად გარკო.
- მართლა? მაშ ვინ არის სინამდვილეში შერლოკი?
- ამას მე მოგახსენებთ, - იძახის ახალგაზრდა გამომძიებელი და ხელში არსებულ ბლოკნოტს ხურავს, - ორგელის ბანდის ლიდერი, ცნობილი როგორც შერლოკი. მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ ამქვეყნად მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, ჩვენ დიდხნიანი ძიების შემდეგ გავარკვიეთ რამდენიმე ფაქტი მასზე, - ბიჭი ბლოკნოტს ისევ შლის და ფურცელზე დაწერილ სიტყვებს უყურებს, - მისი სახელია კიმ ქიბომი, დაბადებულია 1991 წელს, წარმოშობით დეგუდანაა, ჰყავდა მშობლები და უმცროსი ძმა. დედ-მამა ჯერ კიდევ მაშინ გარდაეცვალა როცა პატარა იყო, ერთადერთ ახლობლად ძმა ჰყავდა, რომელიც წლების შემდეგ მოკლეს, მკვლელი სტიგმას მაშინდელი ლიდერი კიმ ჯეჰვანი იყო, - ბიჭმა მზერა თეჰიონისკენ მიმართა, რომელიც შეკრული წარბებით ისმენდა ამ ისტორიას, - ამიტომაც უნდოდა შერლოკს ყოველთვის ამ ბანდის განადგურება, თუმცა მისდა სამწუხაროდ საკუთარი თავი გაინადგურა.

YOU ARE READING
WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)
Fanfiction-გიყვარვარ? - რათქმაუნდა მიყვარხარ! - მაგრამ მე ხომ, დაუცველი, უსუსური არსება ვარ!? - მაგიტომაც მიყვარხარ სულელო, მომწონს რომ გიცავ და შენზე ვზრუნავ!