5.სრულიად უცხო

1K 108 18
                                    

ჯიმინმა შუაღამისას გაიღვიძა. დაინახა რომ მამამისს მშვიდად ეძინა.ჯიმინს მოსწყურდა კორიდორში გავიდა რომ წყალი დაელია.

როდესაც უკან დაბრუნდა და პალატაში შევიდა, აპარატის წრიპინის ხმა მოესმა მამამისს გული ჰქონდა გაჩერებული.

ჯიმინი ექიმის მოსაყვანად გაიქცა. ექიმმა ჯიმინს უთხრა რომ გარეთ დაეცადა.

ჯიმინი პანიკაში ჩავარდა მან მის ბიძას ჯონს დაურეკა.

-ბიძია.....მ.....მამა.....ი....ის ....აღარ....სუნთქავს-ტიროდა ჯიმინი.

-ჯიმინ 5 წუთში მანდ ვარ!

მართლაც 5 წუთში მივიდა მაგრამ მარტო არ მისულა.

ჯიმინი მაშინვე გაიქცა მასთან, ატირდა ჩაეხუტა გულის წასვლამდე ტიროდა. ჯეონი ცდილობდა დაეწყნარებინა ცრემლებს უმშრალებდა, მაგრამ ომეგა ისევ იწყებდა ტირილს მაშინ კი მანაც ვერ შეიკავა თავი და ატირდა ჯიმინი მიიხუტა და ტიროდა.

ჯონგუკი კი მათ გვერდით იდგა და ძალიან წუხდა ყველაფერზე.

ექიმი მალე გამოვიდა. სამივე მამაკაცი მას შემოეხვია-მაპატიეთ მან ეს ვერ შეძლო....- ამ ორმა წინადადებამ სრულიად გაანადგურა ჯიმინი. მან ამდენს ვეღარ გაუძლო და გული წაუვიდა.....

.....................................................

რამოდენიმე დღის შემდეგ...

ჯიმინი მამამისის კუბოსთან ზის არ ტირის.ტირილით დაიღალა.არაფერს აკეთებს უბრალოდ ზის.

ჯონგუკი ამ ბიჭზე ძალიან ნერვიულობს ის ძალიან ახალგაზრდაა.ახალგაზრდაა!

ჯონგუკმა არ იცოდა მას როგორ მისდგომოდა ენუგეშებინა.ჯიმინი ყველას აჩერებდა ვინც კუბოსთან მიახლოვებას ცდილობდა. ის მისტერ ჯეონის მკლავებში იყო მოქცეული.მან ერთადერთი ოჯახის წევრი დაკარგა.

როგორც კი ცერემონია დასრულდა ჯონგუკმა ჯიმინის სურნელი იგრძნო. მისი სურნელი ძალიან ტკბილი იყო.

......................................................

რამოდენიმე დღეა რაც ცერემონია დასრულდა და ჯიმინს მამა აღარ ყავს. ის რამოდენიმე დღე მის სახლში დარჩა, მაგრამ დღეს დაურეკა მისტერ ჯეონმა და უთხრა რომ მათთან გადასულიყო.

ბევრი არც არაფერი სჭირდებოდა. რამოდენიმე ტანსაცმელი ჰქონდა,ცოტა ფული და ფოტოები მისი და მისი მშობლების.

ის ერთადერთ ხის სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა მის ქმარს.ქმარს...ეს ბიჭი მას არასდროს უნახავს. როგორ უნდა იცხოვროს იმ ადამიანთან ერთად მთელი ცხოვრების განმავლობაში ვისაც არც კი იცნობს წესიერად.

.........................................

{ჯონგუკი}

დღეს დილაადრიან დავურეკე მამას.მან მითხრა რომ დღეს შემეძლო დამესვენა მადლობა ვუთხარი, მითხრა რომ ის ომეგა სახლში მომეყვანა.

არავინ მინდა ამ სახლში.მინდა რომ მარტო ვიყო.ამ ომეგასთან ერთად როგორ ვიცხოვრო?(შე ამათ მეგონა ორივე ჭკვიანია მეთქი ვირები ესენი)

ნელა წამოვდექი და აბაზანაში შევედი,ნელა გამოვიხეხე კბილები,ნელა ჩავიცვი,ნელა გავაკეთე საუზმე,ნელა შევჭამე საუზმე(კუ სუფთა კუ ნუ)დიახ ყველაფერს ნელა ვაკეთებ არვიცი ალბათ მეშინია, ან გავბრაზდი, ან ვნერვიულობ ქორწინებაზე. ჩემი აზრი არავის უკითხავს, არც იმაზე მინდა თუ არა ამ ომეგამ ჩემს სახლში იცხოვროს.ყველაფერი ჩემს უკითხავად მოხდა.

მანქანა გავაღე და ჩავჯექი. მამაჩემს ვუთხარი რომ მისამართი გამოეგზავნა ისევ ნელა ვმართავდი მანქანას.

..........................................

{ავტორი}

ჯიმინმა ზარის ხმა გაიგო კარის გასაღებად წავიდა, როდესაც მან ჯონგუკი დაინახა მაშინვე შემოუშვა(მასში😈დარე, დარე, დარე, დარერარერა)

-ჯიმინშიიიი(მიყვააააარს ააააა😍😍😍😍😍😍)დაასრულე ყველაფერი?-ჯიმინმა თავი დაუქნია-დედასთან და მამასთან წავიდეთ? სადილზე დაგვპატიჟეს(ნახე ისე იზოზინა რო შუადღე მოაწია აიიიი წწწწწ)-ჯიმინმა ისევ თავი დაუქნია.

ჯიმინი სახლიდან გამოვიდა.კარები დაკეტა და ჯონგუკს გაყვა ტირილი უნდა ისევ, მაგრამ არ ტირის ჯიმინი ჯონგუკს გვერდით მიუჯდა. ჯონგუკმა მანქანა დაძრა.

მანქანაში სიჩუმე იყო არც ერთი ხმას არ იღებდა. ერთმანეთს არ უყურებდნენ, თითქოს სახალხო ავტობუსში ისხდნენ ახლა ასე იცხოვრებდნენ როგორც უცხოები.

ცხოვრების პარტნიორი{ჯიგუკი}[თარგმანი}(დასრულებულია)Where stories live. Discover now