~1~

174 23 2
                                    

ორი ადამიანი ისევ შეხვდა ერთმანეთს , ორი მონათესავე სული , წვიმის წვეთები მათ სახეზე ეცემა , ერთ-ერთ მათგანს არანაირი ემოცია დარჩა გარდა სინანულისა , რომელიც მის წინ მდგომი ადამიანის დაბრუნებამ გამოიწვია , მან აქამდეც კი არ იცოდა თუ სინანული მაინც შეეძლო , მაღალი შავთმიანი ბიჭი მის წინ მდგომ დაბალ ქერა თმიანი უყურებს ... მის თვალებში მონატრება იკითხება ... წლების მანძილზე იგი კვლავ შეხვდა ადამიანს რომელიც ოდესღაც , არა რატო ოდესღაც ? ახლაც , სიცოცხლეზე მეტად უყვარს ...

-მენატრებოდითქო, რომ გითხრა დაიჯერებ?

-რატომაც არა..

-შეცვლილი ხარ!

-მართლა? როგორ?

- წლების წინ მხოლოდ თვალები იყავი, ახლა კი ყველაფერი ხარ თვალების გარდა...

-ახლა თვალებს მუქი სათვალის უკან ვმალავ

დიახ ეს ასეა , მისი თაფლისფერი თვალები ახლა მუქი ... უფრო ბნელი სათვალის მიღმა არის დამალული ...

-წლების წინ მხოლოდ სიყვარული შეგეძლო, ახლა კი ყველაფერი შეგიძლია სიყვარულის გარდა...

-სიყვარული? სასაცილოა!

მისი ის მხარე რომელსაც სიყვარული შეეძლო ბნელი ოთახის , კიდევ უფრო ბნელ კუთხეში ზის მოკუნტული , საკუთარ თავს ჩახუტებული , და მას სძინავს , იმდენად ღრმად სძინავს რომ შეიძლება აღარც კი გაიღვიძოს .

-წლების წინ მხოლოდ ოცნებები გქონდა, ახლა კი ბევრი რამ გაქვს, მაგრამ ოცნებები აღარ...

- მაშინ ღრუბლებში დავფრინავდი ახლა კი მიწაზე ვდგავარ.. მიწაზე კი გეგმების ქონა უფრო ამართლებს, ვიდრე ოცნებების

-ნუთუ არაფერი შემოგრჩა იმ ადამიანისგან მე, რომ ვიცნობდი

-არ ვიცი, შენ რომელს მიცნობდი

-ქალაქის ქუჩებში სეირნობა და წვიმა, რომ უყვარდა იმას

-აღარ მიყვარს !

why are you leaving me ? 🥺Where stories live. Discover now