-2-

1.2K 152 71
                                    

   საღამოს ჯიმინი მშობლებთან წავიდა.გოგონა უკვე სახლში იყო და პიკნიკისთვის რაღაცეებს ამზადებდა,ჯიმინის დანახვაზე გაწითლდა და თმის წვალება დაიწყო.ჯიმინს ჩაეღიმა მართალი აღმოჩნდა,არანაირი ახლობელი,უბრალოდ მორიგი გოგო რომელიც მისი მშობლების გემოვნებაში ჯდებოდა.მორცხვი,საყვარელი,კეთილი და ლამაზი.ყველა ერთნაირი.ჯიმინმა უცებ ნამჯუნს შედარა და რატომღაც ტუჩი მოიკვნიტა,თუმცა ახლა ამის დრო არ იყო.

- გამარჯობა მე სოიონი ვარ_გოგონა წინ აესვეტა ჯიმინს,რომელიც ნამჯუნზე ფიქრებში ზედმეტად გართულიყო.პაკის თავში მაშინვე შეწყდა ფიქრები.

- ჯიმინი,სასიამოვნოა.დღეს როგორც სჩანს კარგი ამინდია._გოგონებთან ჯიმინი ყოველთვის ზრდილობიანი იყო,ჯიმინს არ უყვარდა ზედმეტი ლაპარაკი,ძირითადად სულ ჩუმად იყო ხოლმე და ერთ წერტილს მისჩერებოდა,ან ფიქრობდა,მეცადინეობდა,ცეკვავდა,მაგრამ რატომღაც გოგონა საყვარლად ეჩვენებოდა.სოიონი ჯიმინზე დაბალი იყო,ეს პირველად ხდებოდა,როგორც წესი მასზე მაღლები არიან ხოლმე.მოკლე თმა,ჩოლკები,ოდნავ დიდი ლოყები და დიდი თვალები.

- მართალი ხარ,ამაღამ კარგად გავერთობით_რატომღაც ჯიმინს ეს ორაზროვნად ეჩვენა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია.

- კარგი.როგორც მივხვდი ერთმანეთს გაუგეთ,ეს ძალიან კარგია.სოიონმა და შენ ეს ორი კალათა გაიტანეთ და შეგვიძლია წავიდეთ_გაიღიმა ჯიმინის დედამ.ჯიმინმა ამოიოხრა და ორივე კალათა თვითონ აიღო.სასწრაფოდ ჩადო მანქანაში და უკანა სავარძელზე დაჯდა,სამწუხაროდ სოიონიც იქ დაჯდა.სახლი ქალაქგარეთ იყო და მთელი გზა გაძლება მოუწევდა.

***

  ჯიმინი ვერ იტყოდა რომ გზაში მოიწყინა,რადგან სოიონი ძალიან სასიამოვნო გოგონა აღმოჩნდა.ჯიმინის ანჩხლ დას საერთოდ არ გავდა,საუბედუროდ აიშა ორ დღეში ჩამოიდოდა და ჯიმინს უკვე გეგმები გქონდა სად გაქცეოდა მას.აიშა ყოველთვის სერიოზული,ბრაზიანი და ქურდი იყო.ქურდი არ ნიშნავს იმას რომ რამეს იპარავდა.ამ შემთხვევაში აიშა,ჯიმინის ყველა ოცნებას იპარავდა,ყველა იმ ბიჭს რომელიც ჯიმინს ოდნავ მაინც მოსწონებია და ჯიმინის გემოვნებას.ეს აუტანელი იყო,ამიტომ ჯიმინმა გადაწყვიტა მისი უმცროსი დისთვის აღარაფერი ეთქვა ხოლმე,ბევრჯერ ითხოვა აიშამ ბალეტზე ცეკვა თუმცა მაშინ პატარა იყო და ჯიმინი ნებას არასოდეს რთავდა.

ბალერინა // JIKOOK ✔Where stories live. Discover now