-11- [ little smutt ]

1.2K 143 50
                                    

    ჯიმინს ჯონგუკი სახლში მიყავს და გაოგნებულ ნამჯუნს აბარებს.ნამჯუნი ამბობს რომ თვითონ წაიყვანს ჯონგუკს სახლში,ჯიმინი ბოდიშს უხდის ამ დროს რომ შეაწუხა,უბრალოდ ჯონგუკის მისამართი არ იცოდა. მიდის სახლში ტაქსით.სახლში აიშაა და ტელევიზორს უყურებს,ხმამაღლა იცინის რაღაც სისულელეზე და ჯიმინსაც წამებში ეშლება ნერვები.

- მე და შენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს_აცხადებს ჯიმინი და აიშას მოპირდაპირე სავარძელში ჯდება_ტელევიზორი გამორთე_აიშა დაბნეულად რთავს ტელევიზორს.

- რამე მოხდა ჩიმ-ჩიმიკო?_იცინის აიშა.

- ამ სახელს კიდევ დამიძახებ და თმები აღარ შეგრჩება_აფრთხილებს პაკი,აიშამ ეს სახელი ბავშვობაში შეარქვა და მთელი კლასი დასცინოდა, ჯიმინს პატარა ,,ჩიმ-ჩიმიკოს" ეძახდნენ,ჯიმინი კი ყოველთვის ნატკენი გულით რჩებოდა.აიშა ბევრჯერ გააფრთხილა თუმცა გოგონამ უპასუხა რომ ჯიმინი ღირსი იყო.

- კარგი,აღარ მეტყვი რა დავაშავე?

- რატომ ყრი ჭორებს რომ მე და ჯონგუკი ერთად ვართ?! რა უფლებით აკეთებ ამას,ისევ რატომ მინგრევ ცხოვრებას,რა გინდა ჩემგან რა?!_ყვირის ჯიმინი.აიშა ფრჩხილებს დაჰყურებს და იღიმის._რატომ არ მეშვები?! სახელს რატომ მიფუჭებ,რამე დაგიშავე ოდესმე?! რა გავაკეთე მითხარი რა?!

- არ ვიცი ამაზე რა გიპასუხო_იცინის აიშა და ჯიმინს უკვე ცოტაღა რჩება რომ თმებით არ ითრიოს თავისი სულელი და.ჯიმინი იღებს ტელეფონს და რეკავს დედასთან.

- დედა,მომაშორე აიშა სახლიდან,მომაშორე ცხოვრებიდან,აღარ შემიძლია გაიგე? წაიყვანეთ,ჩემს სახლში არ დავინახო_დედამისი ცოტახანს ჩუმადაა შემდეგ მშვიდი ხმით ამბობს.

- ჯიმინ ის არსად არ წავა და ტყუილად ნუ მირეკავ_რა თქმა უნდა ქალბატონ პაკს ყოველთვის აიშა უფრო უყვარდა,ჯიმინმა საერთოდ ინანა რომ მას დაურეკა.

- დიდი მადლობა დედა,ზუსტად იმას მიკეთებთ შენ და შენი შვილი რასაც ბავშვობაში აკეთებდით_ღიმილით უთხრა ჯიმინმა.

ბალერინა // JIKOOK ✔Where stories live. Discover now