8. მანქანა

407 48 2
                                    

Jimin pov

ჯონგუკი გაცეცხლებული იყო ჩემი საქციელის გამო და ამის შემჩნევა ძნელი არ იყო.

- ჯიმინ, საერთოდ ფიქრობ რა მოხდება იმის მერე რაც შენს პირს უაზროდ დააღებ და სისულელეეების როშვას დაიწყებ?! - ბიგ ჰიტის შენობაში შევედით და ხელი უხეშად გამიშვა.

- მე უბრალოდ.. გაგეხუმრე.. - თავი დავხარე და იატაკს მივაშტერდი.
- ჯიმინ, შენ ამას ხუმრობის ეძახი? იცი ახლა რამდენი ჭორი და ფოტოები გავრცელდება? რითი ვერ მიხვდი, რომ აიდოლებს ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობა არ შეუძლიათ!
- შეუძლიათ და მე ამას რაც არ უნდა დამიჯდეს დავამტკიცებ. - მას ზურგი ვაქციე და სტუდიისკენ სწრაფი ნაბიჯდებით გავემართე.

Jungkook pov

ვარჯიშის მერე მენეჯერმა შვიდივე სხავადასხვა მანქნაში ჩაგვსვა და სეულის ოლიმპიური სტადიონისკენ გავემართეთ.

- აბა თქვენ იცით ერთმანეთი დაჭამეთ. - სეჯინმა მანქანის კარები ხმაურიანად მოხურა და როგორც იქნა მანქანა დაიძრა.

შუშის ჩაწევის ხმა გავიგონე და ჩემს წინ გავიხედე.
- ჯიმინ ეს შემაწუხებელია.. - ხელი არ გააჩერა და შუშის აწევა და ჩაწევა გააგრძელა.

- ჯიმინთქო.. - ჯიმინს სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაჰკროდა და ბედნიერი მიყურებდა.

- .... - მისკენ გადავიწიე, რომ ხელი გამეჩერებინა და უცებ მანქანამ საგრძნობლად დამუხრუჭაა.
- ჯანდაბა თავი.. - თავი მიმარტყმევინა ამ დედაფეთქებულმა მძღოლმა...უცებ ვიგრძენი სხეულზე ზემოდან პატრა სხეული და თვალები სასწრაფოდ გავახილე. პაკ ჯიმინს ჩემს მკერდზე თავი ედო და მაისურზე გამწარებული მექაჩებოდა.

- ჯიმინ..- თავი წამოყო და მე შემომხედა თითქოს ჩემს პირველად ხედავდა და მხოლოდ ახლა გამიცნოო.

- ჯიმინ, ადექი..- ჩემს ქვედა ტუჩს ცერა თითი ნაზად გადაატარა და მისი ტუჩები ჩემსას მიადო. არ ვიცი რა მიქნა ამ პატარა არსებამ ამ წამს მაგრამ ჩემი მთლიანი სხეული იყო გაშეშებული მის შეხებაზე.

ტვინი არ ფუნქციონირებდა და აზრზე არ ვიყავი რა გამეკეთებინა. რამდენიმე წამის მერე ეს შეგრძნება გაქრა და უკან ნაზად გაიწია,თავისი ფაფუკი ტუჩები მომაშორა და მომაშტერდა.საკოცნელად უნდა გავწეულიყავი როცა ვიღაცამ კარები გააღო.

- ჯიმინ, ჯონგუკ მოვედით! გად- ჰოსოკი გაშეშდა და დებილივით მოგვაშტერდა ორივეს . ჯიმინს სასწრაფოდ ხელი ვკარი და ჰობის შევხედე.

- გაიწიე ჰიონ, მანქანიდან უნდა გადმოვიდე.


პუზანელი ბიჭები (JIKOOK)Where stories live. Discover now