6

321 24 7
                                    

თეჰიონის pov:

იუნ ნეტა სად უნდა წასულიყავი პატარავ. ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ სად?! საკუთარ თავზე ვბრაზდები...ჩვენი პირველი შეხვედრის ადგილი😳იუნ იმედია მანდ ხარ

20წთის შემდეგ

მანქანით გორაკზე ავდივარ და პატარა ქოხს ვხედავ. საშინელი ამინდია. ქოხის წინ ვჩერდები და მანქანიდან გადმოვდივარ. კარები ღია მხვდება და ჩუმად შევდივარ. შესვლისთანავე იუნგის ძებნა დავიწყე, ბევრი ოთახია. რაღაც ხმა ისმის. მუსიკა.

-იუნგი

პასუხი არ არის. არადა სახლში ბნელა. ჩემს მოპირდაპირე ოთახში შევდივარ. ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ რომ განათება დავიხმარო.

-იუნ

გვერდით ვიხედები და ვხედავ აკანკალებულ და ჩაძინებულ სხეულს. მასთან უცბად მივდივარ, ვიმუხლები. ძლიერად ვიხუტებ.

-პატარავ მომენატრე

იუნს ისევ სძინავს. მის გვერდით რაღაც აწრიპინდა, ტელეფონი დაუჯდა. (სიმღერა საიდანაც ისმოდა) მჩატე სხეულს ხელში ვიყვან და იქვე დიდ დივანზე ვაწვენ.

-სად არის ამისი ...

გადასაფარებლებს ვეძებ და ჯერჯერობით ვერაფერი ვერ ვიპოვე. ტელეფონიც მიჯდება და სანთელი-ასანთიც უნდა ვიპოვო. კარადას ვაღებ და ყველაფერი რაც მჭირდება აქ არის. ბალიშები და თბილი გადასაფარებლები გამოვიღე. იუნგისთან მივედი და კარგად "შევფუთე". ახლა კი სანთელის ძებნას განვაგრძობ. თუ სწორად მახსოვს სამზარეულოში უნდა იყოს, ჩემი ვარაუდიც მართლდება. სამი სანთელია, მგონი საკმარისია. ერთ-ერთს ცეცხლს ვუკიდებ და იუნგისთან გავდივარ. მაგიდაზე შანდალს ვდებ და ზედ სანთელს ვამაგრებ. ოთახი განათდა (მთლად კარგადაც არა). იუნგიმ ბურდღუნი დაიწყო.

მას გვერდით ვუწვები და ვიხუტებ. მის სურნელს დახამებულად ვსუნთქავ. მგონი იღვიძებს.

-იუნნ

სახეზე ვეფერები და ისიც ნელ-ნელა ახელს თვალებს.

-თე..თეჰიონ?

უცბად მშორდება და დივანზე ჯდება. გაკვირვებული და ამასთანავე შეშინებული ჩანს.

-იუნ პატარავ

მასთან მივიწიე და ვეცადე მოვფერებოდი მაგრამ ხელი მკრა.

-არ მომეკარო!! არ შემეხო!! მეზიზღები!!

ხელების რტყმა დამიწყო და თან ტიროდა. გული საშინლად მტკიოდა როცა ასეთ იუნგის ვუყურებდი. ყველაფერი ჩემი ბრალია.

-იუნ დამშვიდდი, მოდი ჩამეხუტე

ხელებს ვუკავებ და ვეხუტები. ის ჩემს მკლავებში სრუტუნებს. თავზე ხელს ვუსმევ და ვკოცნი.

-თე.. *აკანკალებული ხმა*

-ხო იუნ

-ხ..ხო არ მი..მატოვებ?

-რათქმაუნდა არა ჩემო პატარავ

*დაღამდა* [ 00:00 ]

იუნგის უკვე ტკბილად სძინავს. მე კი ვწვალობ რომ სახლში განათება აღვადგინო. სადენები ძალიან სუსტი აღმოჩნდა და ასეთ ამინდში გაწყდა. ახლა კი მათი გადაბმვა მიწევს. მანქანიდან ხელსაწყოებს ვიღებ და სახლში დენის გაყვანილობას ვაწესრიგებ.

-ესეც ასე *სიცილი* თურმე შემძლებია

დაღლილი იუნს გვერდით ვუწვები და სიზმრების სამყაროში გადავდივარ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 13, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩვენი მელოდიაWhere stories live. Discover now