Everything goes

98 20 0
                                    



- ჰიონიმ, რა გჭირს? შენ არ ამბობდი აღარ ვცეკვავო? - კიმი ბიჭს გვერდით მიუყვება და თან ცდილობს ჩანთიდან გასაღები ამოაძვრინოს.

-ამიაა, კმარა რა. შენ კი ამბობდი ცეკვას უნდა დაუბრუნდეო, ხოდა ვასრულებ თხოვნას.- ჰოსოკი მეგობარს კარს უღებს და კაფეში უძღვება.- მე თვითონ არ ვიცი რა მჭირს. - ბიჭი მაგიდას უჯდება და თავს ხელებში რგავს.

-როცა მას ვხედავ რაღაც ჭანჭიკი ტრიალებს და მინდა ვკლავ ვცადო.

-ჰოსოკ-შიი, - ამია ბარისტას ადგილს იკავებს და მადუღარაში წყალს ასხამს.- მე მიხარია, რომ კვლავ ცეკვავ. მართლა მიხარია, რომ გუკის მეგობრით დაინტერესდი. მაგრამ საკუთარ თავს ჰკითხე, შენ მასში თეს ანარეკლს ხედავ თუ თავად ჯიმინს?
- ის არ გავს თეჰიონს.- ამ სიტყვებით ჰოსოკს საკუთარი თავის დარწმუნება უფრო უნდა ვიდრე მეგობრის.

- ცეკვავს, იგივე ყავა უყვარს, იმავე უნივერსიტეტში სწავლობს, ქარიზმასა და ეშხს ასხივებს, თეჰიონის აურას ატარებს და შენ ამბობ რომ არ გავს? ჰოსოკ, შეგიძლია მე მომატყუო, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ნუ მოატყუებ. ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება.

გოგონა ჰოსოკის წინ ჩაის დგამს და თვითონაც გვერდით უჯდება.

- დავუშვათ, ყველაფერი აეწყო,. ჯიმინი და შენ ერთად იქნებით და თუ ჯიმინი მიხვდება, რომ შენ მასში წარსულ სიყვარულს ხედავ. მერე რაღას იზამ?
- ის თეჰიონზე ვერ გაიგებს.

კიმი თავს უკმაყოფილოდ აქნევს და კოტიტა თითებით მაგიდაზე აკაკუნებს.

- მუსიკაზე რას იზამთ? შენ ჰიპ-ჰოპ მოცეკვავე ხარ, ჯიმინის სტილი კი უფრო კლასიკური და თანამედროვეა.
- ხვალ საღამოს უნდა შევხვდეთ სტუდიაში. ასე მითხრა ჯერ შენს ვიდეოებს უნდა ვუყურო, რათა გავიგო ერთმანეთს შევეწყობით თუ არაო.
- ანუ ბიჭმა მიგაგდო?

კაფეში სიცილის ხმამ დაისადგურა.

***
"- მე ვიქნები შენი პარტნიორი.

Cup of meringue with insomniaWhere stories live. Discover now