Hey, Wake Up!

95 19 2
                                    

"𝑇𝑟𝑒𝑎𝑠𝑢𝑟𝑒 𝑡ℎ𝑒 𝑒𝑥𝑝𝑒𝑟𝑖𝑒𝑛𝑐𝑒. 𝐷𝑟𝑒𝑎𝑚𝑠 𝑓𝑎𝑑𝑒 𝑎𝑤𝑎𝑦 𝑎𝑓𝑡𝑒𝑟 𝑦𝑜𝑢 𝑤𝑎𝑘𝑒 𝑢𝑝." – 𝐻𝑖𝑡𝑜ℎ𝑎 𝑀𝑖𝑦𝑎𝑚𝑖𝑧𝑢 (君の名は)

აბობოქრებულ ზღვას მოგაგონებდათ ჰოსოკის გადახლართული მდუმარე ფიქრები. სრულ წყვიადს დაესადგურებინა და ამ მორევიდან გამოსვლასაც აღარ ცდილობდა მამაკაცი.

რა საჭიროა ცდა?

მან უკვე დაუშვა შეცდომა, როდესაც დაიჯერა, რომ ბედნიერებისა და სიყვარულის ღირსი იყო.

შეტოპა ისევ მდინარეში, მან კი ჯებირებიც წალეკა და თან ჰოსოკის გულზე, მხოლოდ შლამი და ტალახი დატოვა.

ჯონი ტკივილს ვეღარ გრძნობს, თითქოს გამოიფიტა და დასუსტდა.

ლანდად იქცა მზე, რომელიც ყველას ათბობდა.

ახლაც ვერ გაუგია, თუ ვინ უნდა დაადანაშაულოს. ჯიმინი, რომელმაც დაუმალა თეჰიონთან მეგობრობა? ჯონგუკი, რომელიც თეჰიონის შეყვარებული აღმოჩნდა? თეჰიონი, რომელიც მას ასე მოექცა, თუ საკუთარი თავი, რომელმაც სხვაში ძველი სიყვარულის ნაპერწკლის გაღვივება მოინდომა?

ირგვლივ ბევრი ვარდისფერია, მაგრამ ჰოსოკი მხოლოდ მტკივნეულ ცისფერს ხედავს.

ჰოსოკი ჰანს გაჰყურებს, მოაჯირსაა მიყრდნობილი, წინ კი კიმ თეჰიონი, მთელი თავისი ბრწყინვალებით უდგას.

მშვიდი, ცივი, აუღებელი და ლამაზი.
ნაცნობი და თან ტკივილამდე უცხო.

შავ ფერებში გამოწყობილი, წითელ თმიანი მამაკაცი, ნამდვილად არ გავს მიწიერ არსებას. არც არასდროს გავდა.

ჯონმა თავი გააქნია, თითქოს ფიქრებისგან სურდა თავის მოშორება და კიმს მიმართა.

-რა გინდა, თეჰიონ?

ხმა ხრიწიანი და გაბზარული იყო, უხდებოდა დაფლეთილ ჰოსოკს.

წითელთმიანმა ღრმად ამოისუნთქა, ბიჭს ფრთხილად მიუახლოვდა და მის გვერდით დადგა.

Cup of meringue with insomniaWhere stories live. Discover now