თავი მეოთხე:დაკრძალვა

291 35 21
                                    

რამდენი წლისაც არ უნდა იყო დედის გარდაცვალება ყველაზე მტკივნეული მომენტია.ვერ იაზრებ რომ ის აღარაა და აღარ ჩაგეხუტება.ვერ იაზრებ რომ წავიდა და სამუდამოდ დაგტოვა.მისი ნახვის საშუალება არასდროს მოგეცემა.ვეღარ ნახავ.ვეღარავინ დაგიცავს ამ დამპალი სამყაროსგან.ყველა ფეხებზე დაგიკიდებს და უნდა გააგრძელო ცხოვრება ერთი ფრთით.განა შეძლებს ჩიტი ერთი ფრთის გარეშე ფრენას.

Jk's pov:
მას შემდეგ რაც დედის გარდაცვალების შესახებ გავიგე დიდხანს ვტიროდი მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ამით ვერაფერს გავაკეთებდი და ვეცადე ძალები მომეკრიბა.საბოლოოდ წამოვდექი და ჩემს თავს შევძახე რომ ის იმსახურებს ღირსეულად დამარხვას და საქმეები მოვაგვარე.

ყველაფერი მზადაა და აი უკვე მხარზე მისი კუბო მიდევს და მივდივართ.საით არ ვიცი.უბრალოდ უსასრულობისკენ.დროა მიწით დაიფაროს მისი სხეული მაგრამ ხალხს ვაჩერებ და მივდივარ მასთან.ვიხრები ვუყურებ მართკუთხედ შავ ყუთს რომელმაც შთანთქა დედა.ახლოს ვიწევი და ვკოცნი ცივ,სრიალა ზედაპირს და მგონია რომ ახლა მას ვკოცნი.

ხელში ავიღე ბარი და დავიწყე შავი მიწის მიყრა.საბოლოოდ ის აღარ მოჩანს.ასე უბრალოდ ადგა და წავიდა.

რომ არა ის ნაბიჭვარი ახლა დედა აქ არ იქნებოდა.ახლა არა!

მორჩა!ყველა წავიდა.მხოლოდ მე ვარ დამხობილი ძირს და ძალაუნებურად ვტირი.

ისმის მძიმე ნაბიჯების ხმა.მიახლოვდება ვიღაც!მხარზე ხელს მადებს და ისმის

,,ვიზიარებ''

ვხვდები მის საზიზღარ,ამაზრზენ ხმას და წამებში მუშტით ვაჯილდოებ ამ ბოზიშვილს.

,,აქ მოსვლა როგორ გაბედე ნაბიჭვარო?''.

ის მიყურებს ისე თითქოს არაფერი.ასეთი უტიფარი თვალები არსად მინახავს ადრე.

,,ასე რატომ ნერვიულობ?,მე უბრალოდ მოსასამძიმრებლად მოვედი შენ კი მირტყავ და თან ასეთ სიტყვას მეძახი.ჯანდაბა ჯონგუკ ასე რატომ იქცევი,ნუთუ არ მოგენატრე.ვიცი როგორ გინდივარ.ვიცი რო მოგენატრა მამიკო.''...

ძალა აღარ მყოფნის რომ შევაფურთხო ამ ძაღლიშვილს.

,,წაეთრიე აქედან და თვალით არ დამენახო თორემ მოგკლავ და ამაში ეჭვი არ შეგეპაროს!''...

,,არა პატარავ ცდები.ამ თამაშში მოგებული მე დავრჩები და თანაც არც პრიზის გარეშე წავალ.შენ ჩემთან წამოხვალ!''

მისი ირონია სახეზე მიწვევს რომ კარგად ვუთავაზო.

,,წაეთრიე!!!''

ვცადე უფრო ხმამაღლა მეყვირა მაგრამ ხმამ მიღალატა და ისე ვიყვირე როგორც სასოწარკვეთილი სკოლის მოსწავლე.ჯანდაბა ზუსტადაც რომ მე ასეთი ვარ.

მან უეცრად ხელი დაატკაცუნა და ჩემსკენ ორი შავკანიანი დიდი კაცი წამოვიდა.მალე კი საშინელი სუნით გაჟღენთილი ნაჭერი მომადეს ცხვირზე და ყველაფერი ჩაბნელდა.

-------------------------------
არ ვიცი რატომ მაგრამ ბევრს ვერ ვწერ.არ იფიქროთ რომ გტანჯავთ უბრალოდ ბევრი მართლა არ შემიძლია რა ვქნა🤷❤️❤️😚ეს თავი ეძღვნება asdfghjklzq213 ისიამოვნე

It will be okay (JIKOOK)[ON HOLD]Where stories live. Discover now