თავი 8

1.7K 127 10
                                    



•TRUTH•

^ოპტიმიზმი არის სიგიჟე — ამტკიცო, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ყველაფერი ცუდადაა.^

თავი 8

ელიი სამსახურის შემდეგ თავის გოგონასთან ერთად სახლში ნახევრად მკვდარი წავიდა, მთლიანად კანკალებდა შიში თანდათან უფრო და უფრო იპყრობდა როდესაც მიას შეხედავდა. სრული გაუგებრობა კლავდა და ტანჯავდა შიგნიდან, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. იქნებ ამ ქალაქიდან წასულიყო სადმე შორს ისე რო ჯონგუკი მის შვილს და თავად მას თვალში არ გაჩხეროდა...მაგრამ რითი ეყიდა სახლი რითი ერჩინა პატარა გოგონა....რატოა ცხოვრება ასეთი ბოროტი. ფიქრობდა რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ მიას კარგად ეცხოვრა მშვიდად გაზრდილიყო და თავის გზა გაეკვლია
მომავალში მაგრამ როგორ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი როცა ასეთი რთულია. ხანდახან ფიქრობდა კიდეც იქნებ შეცდომა დაუშვა რომ ბავშვზე უარი არ თქვა....იქნებ უკეთესი იქნებიდა აბორტი გაეკეთებინა და ახლა მშობლებთა ერთად ეცხოვრა დამეთავრებინა სასწავლებელი და გამხდარიყო ის რაც მას აბედნიერებდა მაგრამ....მერე უფიქრდება და ხვდება რომ მისი გოგონას გარეშე ცხოვრება სახალისო საერთოდ არ იქნებოდა მის გარეშე ცხოვრება ერთი წამითაც არუნდა ის მაინც იცის რომ მია მას არ მიატოვებს და არ გაყიდის ისე როგორც ეს სხვებმა ქნეს სახელის გამო.

სახლში მისულმა მიას ტანსაცმელი გამოუცვალა თვითონაც მოწესრიგდა და როგორც შვილს დაპირდა ხვალ თელი დღე მასთან უნდა გაეტარებინა ამიტომ ამისთვის მზადება წინასწარ დაიწყეს. მისაღებში ძირს თბილი პლედი დააფინეს ბალიშებითა და ფუმფულა სათამაშოებით შემოღობეს შიგნით კი სახატავი რვეულები და სხვა მრავალი სათამაშოები დადეს.

⁃ ესეც ასე პრინცესა ხვალისთვის ყველაფერი მზადგვაქვს გარდა სასუსნავებისა. ახლა მედაშენ დასაძინებლად წავალთ ხვალ კი ყველაფერს მოვიმარაგებთ და თელი დღე გავერთობით კარგი?
⁃ კარგი. გახარებული პატარა გოგო დედას მოეხვია და გაპრწყინებული სახით დივნიდან წამოხტა.
⁃ კარგი ახლა მიდი ბები წამოიყვანე და წავიდეთ დასაძინებლად.

•TRUTH• (completed✔️)Where stories live. Discover now