15.

927 110 122
                                    

ჰანამ როდესაც ამბის მოყოლა დაასრულა,მალევე გაისმა ქვედა სართულიდან მარიას ხმა რომელიც, დედას ეძახდა,ეს კი იმას ნიშნავდა,რომ ჯონგუკი უნდა წასულიყო.

ჰანა სკამიდან წამოდგა,ბიჭებს დაემშვიდობა,ორივე გულში ჩაიკრა, შემდეგ კი ოთახი დატოვა.
ახლა ოთახში მხოლოდ პაკი და ჯონგუკი იყვნენ,ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ,არცერთი ხმას არ იღებდა,თითქოს უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო.

ჯიმინი ჯონს თვალს არ აშორებს,თავს ოდნავ გვერდით ხრის,თმები სახეზე ეყრება და იღიმის,შემდეგ კი ამბობს,

-მიყვარხარ.

-მეც მყვარხარ,ჯიმინ.-თქვა ჯონგუკმა და სევდანარევი ღიმილით გაუღიმა,ბიჭს.ის ჯიმინს მიუახლოვდა,თავზე ხელი დაადო და თმები აუჩეჩა,როგორც უწინ აკეთებდა ხოლმე,თუმცა შემდეგ ისევ გაუსწორა,სახიდან გადაუწია თმები,მისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა.

-უნდა წავიდე.-თქვა ჯონმა და ჯიმინს ხელი გაუშავა.

-დარჩი.-თხოვა უმცროსსმა,ჯონგუკს რომელიც უკვე ფანჯარასთან იყო მისული გადასაძრომად,თუმცა ჯონმა თავი უარის ნიშნად გააქნია და ფანჯრიდან გადაძრა.

უფროსმა ჯიმინს ბოლოჯერ შეხედა, რომელიც ცარიელი ოთახის შუაში მარტოდმარტო იდგა და ჯონს ხელს ნელა და მსუბუქად უქნევდა.

-მოდი ჩემთან.-თქვა ჯონმა და ჯიმინიც მის სიტყვას დაემორჩილა,პაკი ფანჯარასთან  მივიდა და როდესაც უფროსს მიუახლოვდა,ჯონმა საყელოში ხელი ჩაავლო,თავისკენ მიიზიდა და მის ბაგეებს დაეწაფა.კოცნის შემდეგ,ჯონგუკი ჯერ კიდევ ჯიმინის პერანგს იყო ჩაჭიდებილი,ისე ძლიერად ჰქონა ხელში მოქცული თეთრი ნაჭრი,თითქოს მის გაშვრბას არასდროს არ აპირებდა.

-შეხვედრამდე-თქვა ჯიმინმა და ჯონგუკს ხელი საბოლოოდ დაუქნია.-კონცერთზე შევხვდებით.

-ხო,შეხვედრამდე.-თქვა ჯონგუკმა,ჯიმინს ბოლოჯერ აკოცა და ქვემოთ ჩაძვრა.

The piano teacher✔️|JIKOOK|Where stories live. Discover now