ამბობდა, რომ შავი სძულდა, მაგრამ მარტო ყოფნისას მხოლოდ ამ ფერს იყენებდა. როცა გვერდით ვყავდი, საღებავებს მაჩვენებდა ხოლმე და მხოლოდ ლურჯით აფერადებდა ნახატს. მეუბნებოდა, რომ მისთვის ცა ვიყავი, უსასრულო, ღია ცისფერი, რომელშიდაც სიამოვნებით დაიკარგებოდა ერთ დღეს. თავად კი, ის ბიჭი იყო, სანაპიროზე რომ იჯდა და ცას ღიმილით შეჰყურებდა... სულ ამას ხატავდა, სხვაობა ერთი იყო, რაკურსი, სცენა კი ყოველთვის იგივე...