ისევ მიყვარხარ

220 20 47
                                    

- არ მეგონა, დღესაც თუ მუშაობდი - შავ წინსაფარს ვიკეთებდი, როცა ნაცნობი ხმა მომესმა შორიდან. თავი ავწიე და კარებისკენ გავიხედე - ჩემი ცვლა დამთავრდა, იმედია ისიამოვნებ ღამით მუშაობით.

- ხვალ არ ვიქნები და მის მაგივრად დღეს მომიწევს აქ ყოფნა, უფროსთან მოვაგვარე უკვე - კარადაში ვათავსებდი ტანსაცმელს და ისე ველაპარაკებოდი - როგორც ვხედავ, კლიენტები ბევრია.

- დილიდან ბევრი ხალხია. დოროთი და ვერნონი წავიდა, მეც მივდივარ, ძალიან დავიღალე - ოთახში შემოვიდა და კარებს ზურგით მიეყრდნო. ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა, მარჯვენა ფეხი კი მარცხენაზე გადაიდო - იმედია მალე წავლენ და დიდხანს ყოფნა არ მოგიწევს.

- არ ვიცი, დღეს ისედაც გადატვირთული დღე მქონდა, იმედია იმის ძალა მაინც შემრჩა, რომ ჭიქები მაგიდამდე მივიტანო და გული არ წამივიდეს - ჩავიცინე და კარადა დავკეტე - შენი გოგო როგორ არის? ბოლოს, რომ გამაცანი, მაშინ ვნახე, არადა მეგონა, ჩემთან ურთიერთობას არ დაუშლიდი - მოჩვენებითი წუხილით ვეუბნებოდი, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამეცინა.

- ჯერ ეს ერთი, ''ჩემი გოგო'' არაა. მერე მეორეც, კარგადაა, გამოცდები აქვს და გარეთ სატანტალოდ არ სცალია - ბოლო ოთხ სიტყვაზე ყურადღება გაამახვილა, რაც მაშინვე შევამჩნიე.

- ხომ არავიში გეშლები? გამოცდები მეც მაქვს. შენი აზრით, მარტო ცხოვრება ადვილია? მაგას მშობლები ჰყავს გვერდით და გადასახადებს მაინც უხდიან. მე კი რომ დავფარო, მუშაობა მიწევს. ეს, გარეთ ''ტანტალი'' არ არის - ხელით ბრჭყალები ვუჩვენე და თავი დავუქნიე.

- კარგი, რა ვთქვი ისეთი - ხელები გაითავისუფლა და კარებს მოშორდა.

- წავედი, სანამ შენიშვნას მომცემენ. წარმატებები შეყვარებულთან - ტუჩებით კოცნის იმიტაცია გავაკეთე, სწრაფად გამოვედი ოთახიდან და კარები დავკეტე.

- შე პატარა მაიმუნო - როცა გაიაზრა, რაც გავაკეთე, კარის უკანა მხრიდან მომაძახა.

Me, Taehyung And GalleryWhere stories live. Discover now