ლურჯი შენი ფერია

120 10 50
                                    

- ჭიტა! შეიძლება? - გალერეის კარებში თავი შევყავი და შიგნით მყოფს გაკრეჭილმა ვკითხე. ბიჭის  ყურადღება მაშინვე მივიქციე, რომელმაც თავი შემოაბრუნა, გაფართოებული თვალები შემომანათა და ჩემი დანახვის შემდეგ, თეთრი კბილები უმალვ გამოაჩინა. კარები გავაღე და შიგნით შევედი - ვიღაც მოვიყვანე. იმედია მასთან ერთად არ მოიწყენ - ზურგს უკან ვმალავდი საჩუქარს და თეჰიონი, რომელიც ინტერესიანი თვალებით იყურებოდა, ცდილობდა დაენახა რა მეჭირა ხელში, თუმცა ამაოდ, ვერაფერს გახდა და ფუნჯი,  მთელი ამ დროის განმავლობაში ხელში რომ ეჭირა, თავის ადგილას დააბრუნა.

მთელი ტანით შემობრუნდა და ხელები თეთრ მაისურზე გაისვა. დღის ბოლოს ორ შედევრს ქმნიდა, ერთი ტილოზე ჰქონდა დატანილი, გალერეაში, მეორე კი _ მაისურზე, რომელსაც მოგვიანებით სახლში ასრულებდა და კარადაში, ცალკე ადგილას ინახავდა.

ასეთი მაისურები საკმაოდ ბევრი ჰქონდა სახლში. თავადაც მენახა, ყველაფრისგან მოშორებით ინახავდა და სათუთად უფრთხილდებოდა. არ ვიცი, რატომ. ერთხელ ვკითხე, ამას რატომ აკეთებდა, რა იყო მათში ასეთი ძვირფასი, ასე ძალიან რომ უფრთხილდებოდა. მითხრა, რომ საჭირო დროს, ამას თავად გავიგებდი. ამ თემაზე პირველად და უკანასკნელად სწორედ მაშინ ვისაუბრეთ. არ მინდოდა, ჩავძიებოდი და მისთვის დისკომფორტი შემექმნა, ამიტომ, ამ თემაზე აღარაფერი მიკითხავს.

- შეიძლება ვნახო რა არის? - გამიღიმა და მანიშნა, დავმჯდარიყავი. ტუჩები მოვკუმე და წარბები ერთმანეთთან მივიტანე, თვალები დავხუჭე და თავი მსუბუქად გავაქნიე. ჩემს სახეზე ჩაეცინა და თმა უკან გადაიწია - თუ ნახვა არ შეიძლება, მაშინ რატომ მომიტანე? - დაბნეული იყო, თუმცა სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ახლოს მივედი და მის სიმაღლეს რომ გავთანაბრებოდი მუხლები მოვხარე, ქვემოთ დავიწიე და მარჯვენა ლოყა მივუშვირე, რომელზედაც ასევე მარჯვენა, საჩვენებელი თითით ხელი დავიდე და ვანიშნე ეკოცნა. მე კი მოთმინებით დაველოდე მის მოქმედებას.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 03, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Me, Taehyung And GalleryWhere stories live. Discover now