"დაგპირდი რომ რაც არუნდა მომხდარიყო ყოველთვის შენთან ვიქნებოდი. მაპატიე მუნსუა, პირობა ვერ შევასრულე. ცუდი ძმა ვარ ვიცი, მაგრამ მინდა რომ შენ შეასრულო შენი პირობა. დამპირდი რომ ყოველთვის ბედნიერი იქნებოდი და ჩემთვის ყოველთვის გაიღიმებდი, გთხოვ ეს პირობა შეასრულე და ჩემთვის სულ გაიღიმე. მიყვარხარ და ბოდიში რომ ასე ადრე მიწევს შენი დატოვება, მაგრამ მინდა იცოდე რომ მე ყოველთვის შენთან ვიქნები. მე ვარსკვლავად გადავიქცევი და როდესაც ძალიან მოგენატრები ან ჩემთან საუბარი მოგინდება ღამით ცაში ამოიხედე და იქ დამინახავ. მშვიდობით სუა და პირობა არ დაგავიწყდეს♡"
1 part