01 - The Drunk Confessions

213 21 95
                                    


ლუი ოთახში მარტო ზის და კიდევ ერთ ჭიქა გაუზავებელ არაყს იყუდებს. აჟრჟოლებს როდესაც არაყი ყელში მიცოცავს და იმ მწველ შეგრძნებას უტოვებს, რომელიც მას ესოდენ უყვარს.

მარტო დათრობა გადაწყვიტა, რადგანაც ეს ღამე ერთ-ერთი ისეთ ღამეთაგანია, რომელიც თქვენ ერთხელ მაინც გიგრძვნიათ. როცა დეპრესია გეწყება დილის პირველზე და გინდა, რომ მოიკუნტო და მოკვდე.

ფიქრის გარეშე, ლუი თავისი ლეპტოპისკენ მიდის, რომელიც ოთახის მეორე მხარესაა განთავსებული, მას ხელს ავლებს და საწოლზე ინაცვლებს, სადაც ფეხმორთხმით ჯდება და ლეპტოპს თავის წინ აწყობს. ფიქრს ვერ წყვეტს ჰარი სტაილსზე, თავის „საიდუმლო" ცხოვრების სიყვარულზე. ალკოჰოლმა ზედმეტად აიტაცა და ლუი ამას იდეალურად ხვდება, მაგრამ საღად აზროვნების უნარს კარგავს და ვიდეოს ჩამწერ პროგრამას ხსნის.

არყის ბოთლიდან ბოლო ყლუპ სითხეს სვამს და ცარიელ ჭურჭელს მაგიდაზე დგამს. ლუის შეუძლია ისე დათვრეს, რომ არც თვალები გაუწითლდეს, და არც ბალანსი დაკარგოს. ერთადერთი გზა, რომ გაიგოთ ლუი მთვრალია, თუ არა, ალკოჰოლიზატორია (მოწყობილობა, რომელსაც პოლიცია იყენებს ნასვამი მძღოლის დაკავებისას.). ლუის ეს თავის უპირატესობად მიაჩნია.

„იწყება." თავისთვის ჩურჩულებს და ჩაწერის ღილაკს აკლიკებს, რითაც ვიდეოს გადაღებას იწყებს. „მოგესალმებით, ხალხო!" ამბობს თავის ჩვეულ მისალმებას. „თქვენთვის ძალიან განსაკუთრებული ვიდეო მაქვს." თავმომწონედ იღიმის. „ჩვენ საუბარს გავმართავთ ამქვეყნიურ სასწაულზე, რომელსაც ჰარი სტაილსი ჰქვია."

იწყებს. თავდაპირველად საუცხოო კულულებზე საუბრობს, მონოლოგს აღრმავებს იმის ხმამაღლა გაჟღერებით, თუ როგორი სიყვარულით ახლართავდა თავის ხელებს ჰარისაში, შეიძლებოდა თითებზე მოეჭირა და გაეგო ჰარის წუწუნით წამოძახილი მისი სახელი.

YouTube (ქართულად)Where stories live. Discover now