03 - a step backward

136 23 34
                                    

როდესაც ვიდეოს გადაღება დაამთავრეს, ლუის და ჰარის გაახსენდათ, რომ ჩაწერა ლუის არხისთვისაც სჭირდებოდათ. შეეძლოთ ვიდეო გაეყოთ, მაგრამ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, თუ უბრალოდ ორ ჩანაწერს გააკეთებდნენ.

„იქნებ შენს ვიდეოზე გავაკეთოთ რეაქცია?" შესთავაზა ჰარიმ ლუის და იუთუბის სქროლვა დაიწყო.

„არ მგონია, რომ კარგი იდეა იყოს." ამოილუღლუღა ლუიმ.

„აბა რას ფიქრობ?"

„კითხვა-პასუხზე რას იტყვი?"

„მშვენიერია, თვითერზე #კითხელარის გამოდგება?"

„რა თქმა უნდა." ლუიმ ტელეფონი აიღო და იმავე ჰეშთეგი დათვითა.

სულ მალე თვითი ტრენდებში მოხვდა და ხალხისგან ზღვა შეკითხვების ტალღა წამოვიდა.

„რა სწრაფი ხალხია!" წამოიძახა ჰარიმ თვითერის სქროლვის პარალელურად. „გინდა დავიწყოთ?"

„რა თქმა უნდა." ბიჭები ისევ იმ ადგილას დასხდნენ, სადაც წინა ვიდეო ჩაწერეს. „შეიძლება კითხვები მე ავარჩიო?" შესთავაზა ლუიმ, რადგან არ სურდა, რომ ჰარის სექსუალური და რომანტიკული კითხვები ენახა.

„არა, რიგ-რიგობით ვიზამთ." ჰარიმ შეთავაზება უარყო. ლუიმ თავი დაუქნია და ორივემ კითხვების ძებნა დაიწყო. ხუთ-ხუთი ამოარჩიეს და მომზადების შემდეგ ლუიმ ვიდეოს ჩაწერა დაიწყო.

„გამარჯობა, ხალხო! დღეს ჩემთან ერთადაა საყვარელი ჰარი სტაილსი!" ლუიმ ჰარი წარადგინა „დღეს ჩვენ ვიღებთ ვიდეოს, სახელად 'კითხეთ ლარის'. ჰარი, დაიწყებ?"

„კარგი. ერთი გვეკითხება, თუ თაფლობის თვეს სად გავატარებდით. პირველ რიგში, ვერ მივხვდი რატომ წერია თაფლობის თვე, მაგრამ სადაც ლუისთან ერთად წავიდოდი, ალბათ ლას ვეგასია, იდეალური ადგილი ორი მხიარული ბიჭისთვის." სანამ ჰარი კითხვას პასუხს სცემდა, ლუი კამერის წინ უცნაურ სახეებს კერავდა, რაც სტაილსს არ შეუმჩნევია.

YouTube (ქართულად)Where stories live. Discover now