04 - That's What Friends Are For

26 3 0
                                    

"სალამი." ჩუმად თქვა ლუიმ და ჰარის ტელეფონი ხელში აათამაშა. 

"მისმინე, ლუი. ვწუხვარ." ჰარიმ ლუის ტელეფონი მიაწოდა. 

"მაგის მოსმენა არ მინდა." ბიჭი ჰარის სახლში უნებართვოდ შედის. მასპინძელი დაიბნა. "სერიოზულად უნდა გელაპარაკო ახლავე. ჩემზე არა. შენზე და ელაინზე." მეტი ეფექტისთვის ლუი სიტყვებს შორის პაუზას აკეთებს. 

"ვიცი, რომ მოგწონვარ, მაგრამ-" 

"შეწყვიტე! ეს მე არ მეხება." ლუის ტკივილი სახეზე ეწერა. "ვიღაცამ დარეკა, როცა შენი ტელეფონი მქონდა." 

"რა? ვინ?" ჰარიმ საუბარი გააწყვეტინა და წამსვე იწვნია ლუისგან მკვლელი მზერა. გაჩუმდა. 

"როგორც ვამბობდი... ეგ ვიღაც ელაინის მამა იყო. უნდა, რომ მასთან შეხვედრა შეწყვიტო." ლუიმ ღრმად ჩაისუნთქა და ჰარისთვის რომ არ შეეხედა, საკუთარ ფეხსაცმელს დაუწყო ყურება. 

"იტყუები." 

"ნამდვილად მოგწონს რაღაცებში ჩემი დადანაშაულება, არა?" ლუი მშვიდი იყო, მაგრამ მის ტონში ბრაზი იგრძნობოდა. 

"როგორ მიხვდა მამამისი?" ჰარიმ ხმადაბლა ჰკითხა. 

"არ ვიცი, მაგრამ მითხრა, რომ თუ მაგას არ გეტყოდი შარში გაეხვეოდი." ლუი ჩუმდება, როცა ამჩნევს, რომ ჰარი მას უყურებს. "არასწორად არ გამიგო. შენზე ისევ გაბრაზებული ვარ, უბრალოდ არ მინდა, რომ გეტკინოს." ლაპარკი გააგრძელა და მაშინვე ინანა თავისი ნათქვამი. 

ჰარი დაფიქრდა, სანამ ხმას ამოიღებდა. მშვიდად ყოფნას ერჩივნა ეყვირა და ეჩხუბა. გრძნობს, რომ ლუის კონტროლის ქვეშაა და ეს აშინებს. რამე არასწორს თუ იტყვის, შესაძლოა ბომბი აფეთქდეს. 

"მაინც შევხვდები ელაინს." ჰარიმ ნელა დაიწყო ლაპარაკი, რომ ლუი არ გაღიზიანებულიყო. 

"კარგი." თქვა ლუიმ. რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. თუ ჰარის უნდა, რომ გული ეტკინოს, მისი ბრალია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არ სურს ლუის ამის მოხდენა, ნამდვილი პასუხისმგებლობა ჰარის აქვს მხრებზე წამოკიდებული. 

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 16, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

YouTube (ქართულად)Where stories live. Discover now