02 - Is that a...

114 21 59
                                    

ჰარი ღელავდა თავისი ახლადშეძენილი მეგობრის გამო. რა შეიძლებოდა არასწორად წასულიყო? ჰარის გონებაში არც არაფერი, მაგრამ მისი აზრები საკმაოდ შორს იყო რეალობისგან.

ჰარიმ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი ვიდეო ენახა ლუის არხზე, რომ მაიმუნი ბიჭის შესახებ მეტი გაეგო და შეამჩნია, რომ კოლაბორატორი თავისი ვიდეოების უმეტეს ნაწილში მეტად სერიოზული გახლდათ.

„ჰარი!" ნაილმა გვერდითა ოთახიდან დაუძახა.

„გისმენ."

„ვფიქრობ, რომ სახლში უნდა წახვიდე და დუეტისთვის მოემზადო. შუადღის ორი საათია." ნაილი ცდილობდა ჰარისთვის ზრდილობიანად ჩაენამიოკებინა, რომ მისი სახლიდან წასულიყო. უკვე ორი დღეა მასთან იყო და ჰორანს ეჭვი ჰქონდა, რომ ჰარი აქ მხოლოდ უფასო საჭმლის და ცხელი წყლისთვის რჩებოდა, რადგან მას რაღაცებისთვის გადახდა არ უყვარდა. თანხას სიამოვნებით მხოლოდ საქველმოქმედო დონაციებში ხარჯავდა.

„კარგი აზრია." უპასუხა ჰარიმ და მეორე სართულზე, ნაილის საძინებელში ავიდა, რომ პიჟამო გამოეცვალა. ნაილის ტანსაცმელი მოირგო, რადგან თავისები არ წამოიღო. ჰარიმ თავი შეითვალიერა და შენიშნა, რომ შარვალი მოკლე ჰქონდა, ტენკ ტოპი კი ზედმეტად ტანზე მომდგარი.

„მაგრად გაცვია, სად იპოვე ეგენი?" ნაილი გაღიზიანდა ჰარის ამ ფორმაში დანახვისას.

„ხომ შეიძლება, რომ მეცვას?" შეევედრა ჰარი. სახლში პიჟამით წასვლა არ უნდოდა, თანაც სუპერმარკეტში ჰქონდა საქმე.

„შეიძლება, უბრალოდ ოდესმე დამიბრუნე." უპასუხა ნაილმა. ჰარიმ თავი დაუქნია და თავისი მანქანისკენ წავიდა.

რადიო ჩართო და გეზი სუპერმარკეტისკენ აიღო, ნელ-ნელა მიუყვებოდა რადიოსადგურებს რამე კარგის საპოვნელად, რადგან არ მოსწონდა რადიოში ჩაშვებული სინგლები.

დანიშულების ადგილას მანქანა დააპარკინგა და კარები ჩაკეტა. უეცრად თავისკენ მომავალი ბიჭი შეამჩნია. ამ ტიპს დაუმორჩილებელი, კუპრისფერი თმა ჰქონდა და შავი ტყავის ჟაკეტი ეცვა. ჰარიმ გააცნობიერა, რომ ეს ლუის საუკეთესო მეგობარი, ზეინი იყო. ტომლინსონის ვიდეოებში რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი. ჰარი ასევე მიხვდა, რომ ზეინს მისგან რაღაც სურდა.

YouTube (ქართულად)Where stories live. Discover now