13

1.4K 167 3
                                    

3057

_______

მამაჩემი მართლაც ყოფილა გუშინ. სახლში დაბრუნებულს, ნათია მიყვება, რომ მამაჩემმა ისინი ქორწილში დაპატიჟა და შემდეგ ის და ნოდარი დიდხანს იყვნენ მოხუცის კაბინეტში ჩაკეტილები. მათ კონიაკიც კი დალიეს ერთად და მამაჩემი საკმაოდ გვიან წავიდა. ვცდილობ იმაზე არ ვიფიქრო, რა უთხრა მან ნოდარს, ან რაზე ილაპარაკეს. ძალიან უსიამოვნოა იმის წარმოდგენა, როგორ განმიხილავდნენ ერთად.

არ ვიცი, რა გავაკეთო. რაღაცნაირად, უაზროდ ვარ. იშვიათად მემართება ასე. ამ დროს წესიერად ვერაფრის გაკეთებას ვახერხებ, ვერც რამეს ვუყურებ გასართობად, ვერც ვკითხულობ, ვერც რამეზე ცნობების მოძიებას ვუდებ გულს. ასეთ დროს შფოთის შეტევები მაქვს და ერთ ადგილზე ვერ ვისვენებ. რაღაც მაწუხებს შიგნიდან და სახელს ვერ ვუძებნი. რომ ვიცოდე, რა, მაშინ დამშვიდების საშუალებასაც გამოვნახავდი.

ისევ ბილისთან შევდივარ. ის საწოლში კოტრიალობს და კარგ ხასიათზე ჩანს, თუმცა ჩემს დაღვრემილ გამომეტყველებას რომ ამჩნევს, სწრაფად სერიოზულდება და მეკითხება, რატომ ვარ ასე. მე მხრებს ვიჩეჩავ იმის ნიშნად, რომ არ ვიცი, რა მჭირს და მის საწოლს მოცელილივით ვეხეთქები.

- ალექს, გინდა რამეს ვუყუროთ? - მთავაზობს ის.

მეზარებოდეს კი არა, ჩემი გონება სულ რომ ჰიქსის ბოზონებითა და რომის სამართალის პოეტური გამოხატულების ძიებით იყოს დაკავებული, მის შემოთავებაზე უარს მაინც ვერ ვიტყვი.

თავს ვუქნევ, ის კი თავის ლეპტოპს რთავს და მანიშნებს, რომ მის გვერდით დავწვე. ამჯერად მისი ზეწრის ქვეშ მივძვრები და თამამად ვეწყობი მის გვერდით. ანიმეებს ვარჩევთ. ვაპირებთ, რომ ერთად ვუყუროთ. ბილი ინტერესით აკვირდება ქოვერებს, რომლებსაც ვაჩვენებ და ყველა ჩემს შეთავაზებულ ვარიანტს უარყოფს იმ მიზეზით, რომ ეს ბიჭები არ მოსწონს. არ ვიცი, რა სტანდარტით არჩევს ბიჭებს, მაგრამ ჰოულსაც კი იწუნებს. უკვე მაშინებს ეს ამბავი. შემდეგ „ბერსერკის" ყდას უყურებს რამდენიმე წუთის განმავლობაში და ტუჩებგამობზეკილი ფიქრობს.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now