14

1.3K 173 1
                                    

2633


________

ბილი სწრაფად წესრიგდება მეგისთან და აშკარად უკეთეს ხასიათზეც დგება. იქიდან წამოსულები მის საყვარელ ბარში მივდივართ. ბევრი ხალხი არ არის იმის მიუხედავად, რომ პარასკევია. გარეთ ვსხდებით, ღია ცის ქვეშ მდგარ მაგიდასთან. ბილის ვთხოვ, რომ დამელოდოს და შემდეგ შენობაში შევდივარ, სადაც ბარია განთავსებული და სასმელები იყიდება. მაგიდები იქაცაა, მაგრამ პატარა სივრცეა და ხმამაღლა ჩართული მუსიკის გამო ძნელია იქ გაჩერება. მუსიკის ხმა გარეთ ისე გამოდის, რომ ძალიან არ აღიზიანებს ყურებს და სიამოვნებს იღებ მოსმენითა და მეგობრებთან ყვირილის გარეშე ლაპარაკით.

- მადლობა, - ნაზად მიღიმის ბილი, როდესაც ლუდს მის წინ ვდგამ. მე მეღიმება. მაგიდას ვუვლი და მის პირდაპირ ვჯდები. ორივე ჩვენს სიგარეტს ვდებთ იქვე და ბილი მაშინვე აძრობს ერთ ღერს კოლოფიდან, - მიყვარს აქაურობა, - ამბობს ის, ღერს ტუჩებს შორის იქცევს და უკიდებს, - სასიამოვნო გარემოა, - კვამლის ამოსუნთქვასთან ერთად იძახის.

- აქ ადრე უფრო ხშირად დავდიოდი. წელს მგონი პირველად ვარ.

- მეც, - მპასუხობს ის, - ადრე ივასთან ერთად მოვდიოდი ხოლმე.

ვხვდები, რომ აქ მასზე სალაპარაკოდ მომიყვანა და სხეული ნერვიულად მეძაბება. არ ვიცი, რას მეტყვის და ეს უცოდინრობა მაშინებს. თან ძალიან მიხარია, ჩემთვის მასზე მოყოლას რომ აპირებს. შეიძლება ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე უმარტივდება მასზე საუბარი და ისეთ ტკივილს აღარ აყენებს, როგორც ადრე. მახსოვს, შადრევანთან როცა ვიყავით, ჩემი სამარცხვინო გამოთრობის მეორე დღეს, მე რაღაც ვკითხე მასზე და მისი სახე იმდენად შეცვალა ტკივილმა და სევდამ, ძალიან ვნანობდი, ასეთი კითხვა რომ დავუსვი. ახლა კი, თითქმის ერთი თვის შემდეგ, მას თავად სურს ამაზე საუბარი და მგონია, რომ ჩვენს ურთიერთობაში ეს ძალიან დიდი პროგრესია.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now