24

1.1K 151 30
                                    

2845

______

სამძიმარზე წასასვლელად დილიდანვე ვემზადებით. ბილის მხოლოდ მაშინ ახსენდება გუშინ მომხდარიდან ერთი ფრაგმენტი, შეშდება და შარვალში ცალფეხგაყოფილი ჯდება საწოლზე.

- რა? - გაოცებული ვეკითხები მას, რადგან უცნაურად მომჩერებია. მის ტანსაცმელში ქექვას თავს ვანებებ. მე არაფერი მაქვს მუქი, რომ ჩავიცვა, ამიტომაც მივაკითხე მის კარადას.

- გუშინ ბაბუაჩემს მართლა ჩავეხუტე? - დაეჭვებული მეკითხება ის.

- ახლა გაგახსენდა? - მეცინება მის რეაქციაზე.

- მოიცა, მართლა? - სუსტად ყვირის ბიჭი.

- ხო. ძალიან გაგიხარდა მისი დანახვა. რატომ არ დაელაპარაკები? იცი, როგორი ბედნიერი იყო, როცა ბაბუა დაუძახე?

- ბაბუა დავუძახე? - თვალები უფართოვდება ბიჭს.

- კი, - თავს ვუქნევ, - გირჩევ, რომ დაელაპარაკო.

ის ცოტახანს მიყურებს, შემდეგ კი ტრიალდება და ჩაფიქრებული განაგრძობს შარვლის ჩაცმას.

- არ ვიცი... მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ. პირველი ნაბიჯი მან უნდა გადმოდგას.

- პირველი ნაბიჯი უკვე გადადგი შენ, გინდა თუ არა, ასეა. უკვე აჩვენე, რამდენს ნიშნავს შენთვის, მაგრამ მაშინ გონზე არ იყავი, ამიტომ ვერ მოვა და ვერ გთხოვს დალაპარაკებას, რადგან ზუსტად არ იცის, გახსოვს თუ არა მომხდარი. შენ უნდა გამოიყენო ეს შანსი.

ბილი არაფერს მპასუხობს, თუმცა, შუბლს იჭმუხნის და გამალებით ფიქრობს, რა გააკეთოს.

- მესამე მაისურს რატომ იცვლი? - ვეკითხები ბიჭს, როდესაც ის კიდევ ერთ მაისურს იხდის და იატაკზე აგდებს, შემდეგ კი სასოწარკვეთილი სახით აკვირდება თავის ტანსაცმელს.

- ყველა მაისურში ეს მიჩანს, - მკლავზე იდევს ხელს, სადაც გუშინდელი ნანემსარის ადგილი ლურჯად ეტყობა, - ცოტა მაღლა ვერ გამიკეთა? - ბუზღუნებს ის.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now