თავი 7

65 8 4
                                    

როგორციქნა გათენდა თუმცა ალექსისთვის მნიშვნელობა მაინც არ ჰქონდა მთელი ღამე არ სძინებია, საწოლზე წამოჯდა და საწოლის თავს მიეყუდა.

"ჯანდაბა წელი საშინლად მტკივა! მთელი ღამის განმავლობაში საწოლზე ვიწექი თუ ხის ფიცრებზე?"

-ანია! - საშინილი ღრიალი მორთო ალექსმა მის ხმაში აშკარად ბრაზი იყო.

ანია სააბაზანოდან გამოვარდა და საწოლის გვერდით დადგა

-დიახ ქალბატონო
-ეს როგორ შეგეძლო?!
-ისე ლაპარაკობთ თითქოს გიღალატეთ და ზურგში დანა ჩაგარტყით
-ეს ზურგში დანის ჩარტყმის მსგავსი იყო! და საერთოთ ჩემს ზურგს შენი დანის ჩარტყმა აღარ სჯირდება ისედაც საშინლად მტკივა და თავს ისე ვგრძნობ თითქოს მთელი ღამე დანებზე ვიწექი!
-და მაინც რატომ ბრაზობთ?
-რატომ?! ნამუსი გყოფნის და კითხულობ?! როგორ შეგეძლო?! ჩემი ძილის წამალი არ წამოგიღია მთელი ღამე გვათენე და კითხულობ რატომ ვარ გაბრაზებული?!
-მომიტევეთ, როდესაც თქვენს ტანსაცმელს ვალაგებდი გადამავიწყდა თქვენი საძილე წამლის წამოღება
-კარგი ჯანდაბას, დღეს საღამოს ქალაქში გავალ და ვიყიდი თან ქალაქს დავათვალიერებ - ალექსი საწოლიდან წამოდგა და ტანსაცმელების ჩაცმა დაიწყო როდესაც ჩაცმას მორჩა კარები გამოაღო და მის კართან ტონობით მოახლე დახვდა რომლებიც ალექსს მისჩერებოდნენ

"რა? რას უყურებენ? ამ ოთახიდან მეფე უნდა გამოვიდეს და იმას ელოდებიან? რა ხდება?"

ალექსმა თავი მიატრიალა და ოთახში მიიხედ მოიხედა ანია მიუხვდა რასაც აკეთებდა და ყურში ჩასჩურჩულა

-ისინი თქვენ გიყურებენ
-მე? - ამ დროს ამდენ ხალხს ვიღაც ხნიერი კაცი გამოეყო და ალექსს მიუახლოვდა

-მოგვიტევეთ ჩვენი თავხედობა ახალგაზრდა ქალბატონო, მაგრამ ძალიან გვაინტერესებდა ვინ იყო ის ქალი რომელმაც ჩვენი ბატონის გული მოწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელად დაინიშნა

Ქალი Ეშმაკის ᲡახითWhere stories live. Discover now