Თავი 15

55 5 2
                                    

Როგორც იქნა საღამო ხანს ეტლი გაჩერდა ვილიამი და ალექსი ეტლიდან ჩამოვიდნენ სასახლის შესასვლელთან ვიღაც კარგად ჩაცმული პუტკუნა მოხუცი ქალი იდგა აშკარა იყო რომ ვიღაცას ელოდებოდა როდესაც ვილიამი და ალექსი Დაინახა სახე გაებადრა და გახარებული მათკენ წავიდა ეს ქალი ვილიამს მოეხვია და შემდეგ ალექსსაც გადაეხვია, ალექსი კი გაოგნებული იყო ქალი რომელსაც არ იᲪნობდა მას ახლა გულ თბილად ეხვეოდა

-ოხ მაპატიეთ ვიცი რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ მაგრამ თქვენი დანახვა ძალიან გამიხარდა ალბერტმა თქვენზე ბევრი მიამბო, ალექსი ხომ?
-დიახ და თქვენ?
-მართალია მე არ წარვადგინე ჩემი თავი როგორი სულელი ვარ, მე ალბერტის დედა ვარ შეგიძლიათ ლილი დამიძახოთ

"დედა?! Წარმოუდგენელია ეს ქალი ისეთი საყვარელი და შაქარივით ტკბილია და ის ბიჭი ნამდვილი შხამიანი გველი, ალბერტი აშკარად გარეგნობითაც და ხასიათითაც მამას დაემსგავსა!"

-ახლა კი გთხოვთ სახლში შემობრძანდეთ

Ალექსი ვილიამი და ანია სახლში შევიდნენ მათ წინ ალბერტის დედა ლილი მიუძღვებოდათ, ლილიმ ისინი მისაღებში მიიყვანა ალექსი და ვილიამი დივანზე გვერლი გვერდ ჩამოჯდნენ ლილიმ კი მათთვის ჩაი მოიტანა ჭიქებში დაასხა და მათ მიუტანა

-დეიდა ლილი იცით არ იყო საჭირო
-ვილიამ საყვარელო რას ამბობ მე შენს საცოლეს პირველად ვხვდები რასაც მოისურვებს მას ყველაფერს გავუკეთებ რაც შემიძლია
-იცით არის რაღაც რაც ძალიან მინდა
-გისმენ საყვარელო მითხარი რა გინდა
-მინდა რომ ოკიანე ვნახო როგორც ვილიამისგან გავიგე თქვენ ოკიანესთან ახლოს ცხოვრობთ
-ასეა საყვარელო ჩვენი სასახლე ოკიანისგან ზურგით დგას ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ყოველთვის იმას ვეუბნებოდი რომ აქ ცხოვრება საშიში იყო მაგრამ მას ეს სახლი და ოკიანე ძალიან უყვარდა ახლა კი ამ სახლთან ბევრი მოგონება მაკავშირებს ამიტომაც აქაურობას ვერ ვტოვებ ჩემს ვაჟს კი ეს სახლი ეზიზღება ამიტომაც აქედან არც ისე შორს გადავიდა საცხოვრებლად
-ალბერტი აქ არ ცხოვრობს?
-სამწუხაროდ აღარ, ახ მაპატიეთ ალბათ თავი მოგაბეზრეთ ამდენი ლაქლაქით წამოდი საყვარელო თბილად ჩაიცვი და ისე წადი ოკიანის სანახავად
-თბილად ჩაცმა აუცილებელია?
-რათქმაუნა ახლა ზამთარია და ცივა თანაც ოკიანიდან აქეთ საშინელი ქარები ქრის რის გამოც თბილად ჩაცმა ორმაგად აუცილებელია

Ქალი Ეშმაკის ᲡახითKde žijí příběhy. Začni objevovat