I

660 48 24
                                    

გაზაფხულის მშვიდი ღამე იყო. სიჩუმე რომელსაც დიდხანს არაფერი არღვევდა . შუაღამე , ღრმა ძილი და სიზმრები რომლებიც უეცრად გაჩეინლმა ხმაურმა გაფანტა. იგნორი შეეძლო, ეს არ იყო პირველი ღამე რომელიც ხმაურმა აურია ხშირად ჩხუბობდნენ სასმელისგან გონებაარეული მეზობლები , რომელთა წამალიც ანჩხლი ცოლები იყვნენ. რამდენიმე წუთს გრძელდებოდა მსგავსი კამათი და ძილის გაგრძელებაც შესაძლებელი ხდებოდა , მაგრამ ეს ყველაფერი კარანტინამდე ჩვეული ამბავი გახლდათ, ახლა როდესაც კომენდანტის საათი გამოცხადდა შუაღამით არაფერი ხდებოდა . გამონაკლისი ღამე აღმოჩნდა ხელჩართული ბრძოლა, არეულობა , სიტყვები რომლებიც ჰაერში იფანტებოდა და კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრებ ბიჭამდეც აღწევდა. ბალიშის თავზე დაფარებაც არ შველოდა ამ მდგომარეობას , ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა

-აქ ბინის შეძენა ნამდვილად სულელური გადაწყვეტილება იყო. სიმშვიდეს ვეძებდი და სად მოვხვდი ...ლოთებისა და ქურდების გარემოცვაში . რა გიკვირს თეჰიონ, რა გაოცებს სკოლაში ყოველ დღე არ ხედავ მსგავს იდიოტურ გარჩევებს? რაღაც სისულელის გამო რომ დაიწყებენ გაუთავებელ დაპირისპირებას - ნახევრად მძინარე დააბიჯებდა ოთახებს შორის . ბოლოს სამზარეულოში შევიდა რომელიც სახლის მეორე მხარეს იყო და ნაკლებად აღწევდა ხმაური . წყლის დალევას აპირებდა , მაგრამ მაცივარში ტორტის ნაჭერი რომ დაინახა თავი ვეღარ შეიკავა. მაღალ სკამზე იჯდა და ცდილობდა სიმშვიდე სიტკბოს მიღებით მოეპოვებინა , ესეც არ გამოვიდა. ხმაური გაიზარდა, მეზობლების შეძახილებს პოლიციის სირენის ხმა დაერთო შემდეგ კი სიტუაცია სულ მთლად უკონტროლო გახდა. სახლში ცხელოდა , ჰაერი აღარ ჰყოფნიდა , მაგრამ ფანჯარასთან მიახლოებას არ აპირებდა.

პოლიციელები ბიჭებს დევნიდნენ, როგორც სჩანს ყველანი გაიქცნენ და მათი დაჭერა არც ისეთი მარტივი იყო . ხმა თავიდანვე შორიდან ისმოდა მაგრამ სიჩუმის გამო მარტივად აღწევდა .
მაგიდაზე ედო თავი და თვლემდა , ისევ უკან დაბრუნება გადაწყვიტა დახუჭული თვალებით მიაბიჯებდა ოთახებს შორის სადარბაზოში შემოსულმა ხმაურმა რომ დააფრთხო. არა , მშიშარა არ იყო , ნამდვილად არ იყო , მაგრამ ეს მდგომარეობა მარტო მცხოვრები ბიჭისთვის არ იყო იოლი გადასატანი ,თანაც იმ დროს . ჯერ ნაბიჯების ხმა ესმოდა, აშკარად ერთი იყო, მის სუნთქვასაც კი უსმენდა ისე გაინაბა. აი რკინის კარზე მუშტები რომ დაუშინეს იქ უკვე ინფარქტამდე ცოტა აკლდა. გულზე ხელისგული მიიბჯინა და კიდევ უფრო უკან დაიხია. არ გააღებდა, რა თქმა უნდა კარს არც კი მიეკარებოდა რომ არა ნაცნობი ხმა

wound / vhopeWhere stories live. Discover now