II

360 40 13
                                    



თეთრად დაფარულ მთებს შორის გამავალ ვიწრო გზაზე ჩქარა მიჰყავდა თავისი ალისფერი მანქანა და ციდან წამოსულ ფიფქებს ღიმილით უყურებდა. თოვლი ნამდვილად უყვარდა, და ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა დანიშნულების ადგილამდე.

ფიფქების ზომა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც უფრო მაღლა ადიოდა მით უფრო დიდი იყო თოვლიც . ქარბუქში რომ მოხვდა გვიან გაიაზრა, სითბოში მყოფს უჭირდა იმის აღქმა რა რთული ვითარება იყო ირგვლივ. მთიანი სოფლის ცარიელ ქუჩაში ვერავის გადაეყრებოდა, გზის შემოკლების მიზნით მთავარი სავალი გზიდან ჩიხში გადაუხვია არც უფიქრია იმაზე , რომ თავისი მანქანით იმ გზაზე გადაადგილებას ვერ შეძლებდა. თოვლი ზედმეტად დიდი იყო, გაუკვალავი სავალი გზა კი დაბრკოლებად იქცა. გაიჭედა, საბურავების ხმა სიჩუმეში საშინლად ისმოდა , საჭის დამორჩილებას ცდილობდა, ცოტაც და ხრამში გადაეშვებოდა რომ არა ხე, რომელთან შეჯახებაც ხსნა იყო , მაგრამ დაშავებას ვერ გადაურჩა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა , ისე დაებინდა გონება რომ საკუთარი მდგომარეობის გააზრებაც ვერ მოახერხა.

თავის ტკივილს გრძნობდა, ციოდა , სხეული ნელ-ნელა ეყინებოდა ,უნდოდა თვალები გაეხილა ,მაგრამ ვერ შეძლო. ძალა არ ჰყოფნიდა გონს მოსასვლელად. თავიდან მხოლოდ სავარძლებს შორის გაჭედილი ყუთიდან მომავალი კატის ხმა ესმოდა, შემდეგ ვიღაც ეძახდა, ნაცნობი უახლოვდებოდა, მანქანის კარის გაღებას დიდხანს ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც. ტანზე მიაყარა ქარმა ფანტელები , იყინებოდა, მაგრამ თბილ შეხებას გრძნობდა . ნაცნობმა უცნობმა თავი ფრთხილად ააწევინა და გამტყდარი ხმით განაგრძო საუბარი

-თეჰიონ ... ყველაზე წმინდას გაფიცებ თვალები გაახილე . გთხოვ , გემუდარები თორემ გული გამისკდება - სახეზე ეფერებოდა, ხელებზე ტუჩების შეხება იგრძნო, წამით დააშორა დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს , სახეს ბუნდოვნად ხედავდა ,მაგრამ უჩვეულო სიმშვიდეს გრძნობდა- აი ასე , შემომხედე - უნდოდა ეთქვა კარგად ვარო, მისი სამშვიდება ასე არასდროს სდომებია ისეთი შეშლილი სახით ადრე არ უნახავს ,მაგრამ ძალა არ ეყო . ტანზე რაღაც თბილი მოეხვია, სასიამოვნო სურნელი იგრძნო , სავარძელს მოშორდა და ჰაერში აღმოჩნდა.

wound / vhopeWhere stories live. Discover now