III/1

339 22 19
                                    

ყველაზე რეალური ფანტაზიის ნაყოფია ეს ისტორია. შელამაზების გარეშე მცირე ლექსიკონით, გამოუნახავი სიტყვებით გიზიარებთ ალბათ უკანასკნელ ნაწილს . ვიფიქრე გადავხედავდი, ამოვაკლებდი იმ დიალოგებს რომლებიც თითქოს ზედმეტად მეჩვენა როგორც კრიტიკულ მკითხველს,მაგრამ ვერ შევძელი მგონია ,რომ ყველა სიტყვა ისაა რაც ამ ორის ხასიათს გამოხატავს. იმედია მოგეწონებათ გმირების ბედის ცვალებადობა . და ხო , ზღაპები ყველაზე ჩემია

***

პატარა ოთახში, არეულ საწოლზე , ბურანში ჩაკარგული ასრულებდა არსებობის მორიგ დღეს . საგანგებოდ არჩეული სქელი ფარდიდან ძლივს აღწევდა სინათლის სხივები, მაგრამ არა იმდენი,რომ სიბნელეს მორეოდა. არ იცოდა დღის რომელი მონაკვეთი იყო,როგორი ამინდი და ტემპერატურა დახვდებოდა გარეთ გასულს, არც აპირებდა თავშესაფრად ქცეული სახლის დატოვებას . სრულ სიჩუმეში უეცრად გაჟღერებულმა ზარის ხმამ სმენის რეცეპტირებიდან მთელს სხეულში გაიარა , რკინის კარზე რამდენჯერმე დაკაკუნებამ ადგომა აიძულა . არ გააღებდა , რომ არა აუტანელი ხმა , რომელსაც ვეღარ უმკლავდებოდა , თავის ტკივილი გამაყუჩებლებს არ ემორჩილებოდა . შიშველი ტერფებით გაიარა ყინულივით ცივ მეთლახზე , არც არეული თმის გასწორება უცდია , არც უკუღმა გადაცმული სამი ზომით დიდი ზედა ადარდებდა ,მხოლოდ ზღურბლზე მდგომი ქალის დანახვამ იმოქმედა.

-თქვენ აქ რა

-არ შემომიშვებ? -პასუხად გზა დაუთმო. ქალი მისაღებისაკენ დაიძრა და თავად მოთავსდდა სავარძელში. საუბრის დაწყებამდე ღრმად ჩაისუნთქა მძიმე ჰაერი , ფანჯრიდან ჩამავალი მზის სხივები შემოდიოდა და ჰაერში მოფარფატე მტვრის ნაწილაკებს ვებერთელა შესახედაობას აძლევდა . თეჰიონისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არც არეულობას და არც ქალის აზრს ამ მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მიზეზი აღელვებდა

-აქ რამ მოგიყვანათ-კითხვის დასმა ძლივს გაბედა

-შენ მომიყვანე- წყენას და ბრაზს მისი ტონი აშკარად უჩვენებდა , მაგრამ თეჰიონს თავდაცვა უბრალოდ აღარ შეეძლო.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 18, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

wound / vhopeWhere stories live. Discover now