7

329 14 1
                                    

      ლილემ სახლის კარი შეაღო და სტუმარი სახლში შეუშვა. შემდეგ კი მისაღებ ოთახში დასვა.

    — ახლავე მოვალ. — ამბობს ლილე და სააბაზანოში მიდის.

     ალექსანდრე გულდასმით ათვალიერებს ოთახს. აკვირდებოდა ყველა წვრილმანს რავი ოთახში იდო.
ლილე მალევე გამოვიდა მისაღებში. ხელში სტერილური ბინტი, სამედიცინო სპირტი და ბევრი წვრილმანი ეჭირა. ალექსანდრე ლილეს დააკვირდა თუ რა ძალიან შეწუხებული სახე ჰქონდა.

     — ლილე რა ხდება? — შეეკითხა ბოლოს. ლილემ მწუხარედ გაიღიმა და მას შეხედა.

     — ისეთი არაფერი უბრალოდ ჯერ ისევ გაოგნებული ვარ. — ამბობს ლილე და ჭრილობის დამუშავებას იწყებს.

     — აუ ამეწვა. — დაიწუწუნა ალექსანდრემ.

    — მაპატიე არ მეგონა რომ ძალიან გეტკინებოდა. — ამბობს ლილე და თვალებიდან ცეცხლს იწმენდს.

    — ლილე რატომ ტირი? — ამბობს გაკვირვებული ალექსანდრე.

    — იმიტომ რომ ჩემს გამო ხარ ახლა ამ დღეში. — ამბობს და უკვე ქვითინს იწყებს.

    — ლილე მე გითხარი რომ არაფერ შუაში ხარ. ეს ჩემი ბრალია რადგან ჩემს შეყვარებულს გაგასაღე. — ამბობს ალექსანდრე და გოგონას დამშვიდებას ცდილობს.

     — ძალიან გეტკინა. — ამბობს საცოდავი ხმით გოგონა.

    — ლილე დამშვიდდი და ნუ ტირი. თორემ მალე დაბერდები. — ამბობს ალექსანდრე და იცინის.

     — კი მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი იცინი. — ამბობს ლილე და ცრემლიან თვალებს იწმენდს.

    — აბა ხომ არ ვიტირებ ამხელა კაცი. — ამბობს ალექსანდრე ღიმილით.

    — დავასრულე. — ლილე ფეხზე დგება  და ისევ სააბაზანოში შედის.

      ალექსანდრე კი მას ელოდება თუ როდის შემოვა ისევ მისაღებში და მადლობას ეტყვის. გოგონაც მალევე შედის მისაღებში.

სანამ არ დავკარგე. 💔💔 (დასრულებული) 1Where stories live. Discover now