8 - კოშმარი და მანიაკი

442 71 26
                                    

ჯიმინი როგორღაც უახლოვდება მანქანას და შიგნით ჯდება. თავი სადაცაა გაუსკდეს. ომეგა იმ ალფაზე ფიქრობდა,ერთადერთი რაც მან იცის მის შესახებ ისაა,რომ ის ამ კლუბის მეპატრონეა...და ასევე საშინლად გარყვნილი! როგორ ბედავს და მსგავს რაღაცას ეუბნება ომეგას,ნაძირალა!

***

ჯიმინი როგორც კი სახლში შედის,მას მაშინვე გაბრაზებული ნამჯუნი ხვდება

-რატომ წახვედი?-ყვირის ალფა-მითუმეტეს დაცვის გარეშე...და...შენ...-ნამჯუნი ჩუმდება,ის უყურებს თავის შვილს,რომელიც ჩუმადაა და იატაკს მზერას არ აცილებს. ალფა უახლოვდება და ყნოსავს. "შეუძლებელია,ეს სიმართლე არაა"-სად...რომელ კლუბში იყავი

ჯიმინი წყნარად ამბობს კლუბის სახელს და უყურებს მამის გადაფითრებულ სახეს. ნამჯუნი გრძნობს მის სუნს და ყველაზე საშინელება ისაა,რომ მისი შვილის სხეულზე. ნუთუ ერთმანეთს შეხვდნენ?იქნებ ის მას შეეხო! ნამჯუნს უკვე თვალებში უბნელდება,ის უყურებს შვილის თვალებს და ცდილობს პასუხები იპოვოს,მაგრამ იქ არაფერია

-მაამ მაპატიე,უბრალოდ მეგობრებმა დამიძახეს და არ შემეძლო უარი მეთქვა-დაიწყო თავის გამართლება-მაპატიე

-ვისთან ერთად იყავი?-ცდილობს წყნარად ილაპარაკოს ალფამ

-მეგობრებთან ერთად,გულწრფელად გეუბნები-ჯიმინს არ ესმის რატომ არის ჩუმად მამამისი,თუმცა კარგ არაფერს უგრძნობს გული

-მეტჯერ იქ აღარ წახვიდე,გესმის?აღარ წახვიდე...გთხოვ,მაგრამ დასაწყისისთვის ის მითხარი რატომ აგსდის...2 ალფას სუნი?

ჯიმინი შეირხა,ამას ნამდვილად არ ელოდა,სუნები...მან იცოდა,რომ ნამჯუნს კარგი ყნოსვის უნარი ჰქონდა და ის კარგად არჩევს სუნებს. კარგი,ჯეისონის სუნი შესაძლოა დარჩენილიყო,მაგრამ მეორე ალფის?ჯიმინმა მამამისს მზერა მოაშორა,ნამდვილად ვერ გაიგო ეს როგორ მოხდა

-ჯიმინ...

-კარგი,მაგრამ არ გაბრაზდე

და ჯიმინმა მოუყვა. მან სულ თავიდან მოუყვა,როგორ მივიდა იქ მის მეგობრებთან ერთად დასალევად. მან ჯეისონზეც კი მოუყვა. ნამჯუნმა როგორც კი გაიგო,რომ ჯეისონი ჯიმინს აეკიდა,ეგრევე მოუნდა იმ ნაბიჭვრის პოვნა და შუაზე გაგლეჯვა. შემდეგ კი სხვა რამ მოხდა. ჯიმინმა უთხრა როგორ აჯახებდნენ კედელს,მაგრამ იგი ვიღაც ალფამ დაიჭირა,რომელიც ამ კლუბის მეპატრონე ყოფილა. და მორჩა. რათქმაუნდა მას მათი დიალოგი არ მოუყოლია. არ უნდოდა,ნამჯუნი ისედაც გაბრაზებული იყო ამ ჯეისონზე. ნამჯუნმა დაღლილმა ამოიოხრა,შვილს სახეზე ხელი მოკიდა,შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now