50 - დასასრული

577 65 66
                                    

-გაიღვიძე,გთხოვ...

'ვისი ხმაა?რა დამემართა?არ შემიძლია თვალების გახელა,სხეული არ მისმენს'

-გთხოვ...

'ვინ არის?როგორი ნაცნობი ხმაა,ძალიან ნაცნობი. რატომ მინდა როდესაც მისი ხმა მესმის ვიტირო,რადგან მენატრება?უნდა გავახილო თვალები,მაგრამ ძალა არ მაქვს. თუ ეხლა არ გავახელ თვალებს,ასე მგონია მეტჯერ ვერ მოვისმენ მის ხმას და ვერ დავინახავ. მე უკან სახლში მინდა!ოჯახთან,ჩემს სიყვარულთან...იუნგისთან...'

-იუნგი...-ძილში გაიძახის ომეგა და თვალების ნელა გახელას იწყებს. პირველი რასაც ომეგა ხედავს,ეს კაშკაშა სინათლეა,რომელიც თვალების დახუჭვას აიძულებს. თუმცა ის ამას არ აკეთებს,ეშინია რომ ვეღარ გაახელს. მალევე ეჩვევა ამ სინათლეს და იქაურობის დათვალიერებას იწყებს,რა დროსაც ამჩნევს ვიღაცას,რომელიც მის გვერდით ზის. შემდეგ ომეგის სხეული რაღაცის შეგრძნებას იწყებს,უფრო სითბოს და რაღაცის ან ვიღაცის შეხების. სხეულს რაღაც უცნაურად გრძნობს,თითქოს გატეხეს,თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ამოაცალეს

-იუნგი...-ომეგა ყვირილს იწყებს,თავს უცნაურად გრძნობს,ვერ ხვდება საიდან მოვიდა შიში და თვალებში ცრემლები-იუნგი...იუნგი!

-ვისი ყვირილი ისმის?-ვიღაც თეთრხალათიანი შემოდის პალატაში და ჯიმინს უყურებს-ღმერთო ჩემო...მან გაიღვიძა!ღმერთო...-ის დერეფანში იხედება-ვიღაცამ ექიმს დაუძახეთ!ბიჭმა გაიღვიძა

-რა მომივიდა?-კითხულობს ჯიმინი

-დამშვიდდით,ყველაფერი კარგადაა,თქვენ საავადმყოფოში ხართ

***

-ის გაქრა...ის არსად არაა-ნამჯუნი მობილურს იუნგის მაგიდაზე დებს და მას უყურებს-ჩეჰვე არსად ჩანს

-უცნაურია,ნეტავ მაშინ რა მოხდა. ჩვენ ერთი კვირაა მას ვეძებთ მაგრამ არსად არაა. მისი ხალხი ვიპოვეთ,თვითონ ვერა. იქნებ სადმე ჩაძაღლდა!სისხლი,რომელიც ჯიმინს სხეულზე ჰქონდა,მისი იყო

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now