ნაწილი ოცდამეცამეტე

441 23 52
                                    

Little gift from author 💙 გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს 💙💫

--------------------------------------

მრავალი ცდის მიუხედავად ცისფერთვალებამ მაინც ვერ გამომტყუა სად მივდიოდით. საკუთარ აზრზე მყარად მდგარი რეალურად ძალიან ვნერვიულობდი იმაზე, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ჩემს გეგმას. დაახლოებით საათნახვერიანი ჩუმი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილას მივედით.
- აქ რა გვინდა? - გატეხილი ხმით დაიჩურჩულა ბიჭმა, როცა მანქანიდან გადასვლის შემდეგ იქაურობა იცნო.
განმარტოვებით მდებარე, შემაღლებულ ადგილას მოქცეული მინდორი რაღაც არამიწიერი, რეალობისგან განდგომილი სილამაზით ბრწყინავდა - აქაიქ მიმოფანტული მოიისფრო ყვავილები უსასრულო სიმწვანეში ჩაკარგულ ასობით ამეთვისტოს მოგაგონებდათ, გრილი ნიავი კი მუხლამდე გაზრდილ ბალახს ნაზად დასტრიალებდა თავს და სიცხეს უფლებას არ აძლევდა გამეფებული სრულყოფოლებისთვის რამე დაეკლო.
- დღეს შენი დღეა. - მზერა მიწისთვის მქონდა მიბყრობილი, თუმცა ვგრძნობდი, მიყურებდა - ის კი შენი ცხოვრების დასაწყისი და თითოეული დღის მნიშნვნელოვანი ნაწილია, ვერ დავუშვებდი რომ ჩვენს გამო აქ მოსვლა ვერ მოგეხერხებინა. - საკუთარი ხმა თვითონაც ძლივს მესმოდა - ვიცი, ეს ჩემი საქმე არაა, ბიჭებმა მითხრეს რომ აქ სხვებთან ერთად მოსვლა არ გიყვარს, მაგრამ გპირდები არ შეგაწუხებ, მანქანაში ვიქნები და დაგელოდები. ამ... - საბოლოოდ მოვიკრიბე გამბედაობა და თვალი გავუსწორე - გავიგებ თუ გაბრაზდები.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია და ვფიცავ ეს ჩემი არეული ცხოვრების ყველაზე არეული წუთები იყო. ვიყურებდი ადამიანს რომელიც მიყვარდა და ვხვდებოდი, რომ ჩემს ქმედებას შეიძლებოდა მისი გულის ტკენა, ან გაბრაზება მოჰყოლოდა. საბოლოოდ სიჩუმე მისმა ხმამ დაარღვია.
- მთელი ამ დროის განმავლობაში ვიცოდი, რომ მიყვარდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ შენნაირად ვეღარავინ მეყვარება.
- რა? - დაბნეულობისგან ხმაჩამწყდარმა მისი სიტყვები თავში რამდენჯერმე გავამეორე, რომ საბოლოოდ აზრი გამომეტანა.
- ანუ... არ გწყენია?
- რატომ უნდა მწყენოდა? შენს აქ მოყვანას ისედაც დიდი ხანია ვაპირებდი.
- მოყვანას? აქ? - გაურკვევლად ჩავიბუტბუტე.
- ჰო, დედაჩემი ხომ უნდა გაგეცნო, არა? - თქვა და სევდიანი ღიმილით გახედა მოშორებით, ბალახებს შორის მოქცეულ ერთადერთ მარმარილოს ქვას, რომელზეც ოქროსფრად ამოტვიფრული წარწერები შორიდანვე მარტივი შესამჩნევი იყო.
- დარწმუნებული ხარ? - ახლა უკვე დაწყნარებულმა ვკითხე. მიუხედავად იმ ნერვიულობისა, რომელსაც აქამდე განვიცდიდი მამშვიდებდა ის ფაქტი, რომ რთულ მომენტში მისი მარტო დატოვება არ მომიწევდა.
- სრულიად. ნუ ღელავ მან შენზე ისედაც ყველაფერი იცის, ამ ადგილს ჩემი ყველაზე კარგი და ცუდი მომენტები ახსოვს, შენ კი თითოეული მათგანის ნაწილი ხარ.
- ანუ ამბობ რომ ცუდ მომენტებშიც მე ვარ? - ვითომ სერიოზულად ავუწიე წარბი.
- ნუ... ვინმემ ხომ უნდა გამოასწოროს. - გაეღიმა. მხოლოდ რამდენიმე წუთია არ მინახავს და უკვე მომნატრებია ეს ღიმილი...
- ეს pick up ლაინები ვინ გასწავლა გაფიცებ. - მსუბუქი სიცილი ვეღარ შევიკავე.
- აქეთ ვასწავლი ხალხს.
- ნარცისო.
ასეთ სიტუაციაშიც კი მასთან საუბარი ისეთივე მსუბუქი და მარტივი იყო, როგორიც ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ ორივემ ვიცოდით - იმისგან გაქცევას ვერ მოვახერხებდით, რაც ჩვენგან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იყო.
- გაუხარდებოდა შენი აქ ყოფნა.
- ვიცი. უბრალოდ ვერ ვეგუები მისკენ რომ მივდივარ და დედაჩემის ნაცვლად ხელში ცივი მიწა მრჩება. როცა იქ ვდგავარ და ვაანალიზებ, რომ რეალობის შესაცვლელად არაფრის გაკეთება არ შემიძლია... - ჩემს ხელს ჩაჭიდებული ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად მიჭერდა ხელს - მაშინ სიმართლე გითხრა იმდენად ტკივილსაც ვერ ვგრძნობ, რამდენადაც...
- სიცარიელეს. - ვთქვი და როცა თავი დამიქნია ცერა თითი მის დაჭიმულ თითებს ფრთხილად გადავუსვი.
- მაპატიე, ვერ გავიაზრე როგორ მოგიჭირე. - დაბნეულმა გაწია ხელი, თუმცა უკან დავაბრუნებინე და თვითონაც ჩავჭიდე.
- არაფერია. არ მტკენია. ხომ იცი რომ შენი ბრალი არ არის, შენ ყველაფერი გააკეთე მის გადასარჩენად.
- ჰო, ალბათ მასეა.
დაახლოებით ერთი საათი გავატარეთ იქ. მიწაზე ვისხედით, ერთმანეთის პირისპირ, სანამ ანდრია ისტორიებს მიყვებოდა მის ბავშვობაზე და დედამისზე.
- არა, ბულგარულის კოსტუმში მაინც ვერ წარმომიდგენიხარ. - გამეცინა მის გამომეტყველებაზე, მას შემდეგ რაც მომიყვა როგორ წაიყვანა დედამისმა ბაღის გამოსაშვებზე ("ზეიმზე") და ბულგარულის ფორმაში ლოყებაღაჟღაჟებული, გაბუტული პატარა ბიჭის წარმოდგენაზე თავი ვერ შევიკავე, რომ მისთვის ლოყაზე არ მეკოცნა.
- წავიდეთ? - ფეხზე წამოდგა ცოტა ხანში, ტანსაცმელი შეისწორა და ხელი გამოსწია რომ მეც ავეყენებინე.
- ჰო თორემ არ გვაცოცხლებენ ისინი.
უკვე მანქანასთან ვიყავით მისულები, როცა ანდრია გავაჩერე, წინ მე გავიქეცი და ჯენლტმენურად გავუღე კარი, რაზეც მისი ჩაღიმება და აწეული წარბი დავიმსახურე.
- ეს რისთვის?
- სტერეოტიპებს ვანგრევ, თან შენი დაბადების დღეა.
- ჰო, ეს დღე... - ჩემს წინ გაჩნდა, დაიხარა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა სახისგან უკვე მილიმეტრებიღა აშორებდა - თითქმის დამავიწყდა.
არ ვიცი რამდენი წუთის განმავლობაში დავატარებდი თვალებს მის სახეზე და არც ის როდის გამიშეშდა მზერა მის ტუჩებზე, მაგრამ, როცა მისმა სიტყვებმა ჰაერი გაკვეთეს იძულებული გავხდი ტრანსიდან გამოვსულიყავი.
- შენთვის არ უსწავლებიათ რომ მიშტერება უზრდელობაა?
- შეიძლება. - თითის წვერებზე ავიწიე და თვალებით ამდენი ხნის ნალოლიავებ ტუჩებზე ვაკოცე. აი ასე მარტივად. არ ვიცი რა რეაქციას ელოდა ჩემგან, მაგრამ აშკარა იყო ამას ნამდვილად არა. მისი დაბნეული თვალების დანახვაზე თვითკმაყოფილ ღიმილს ვერ ვიკავებდი - მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ წინააღმდეგი არ ხართ. - მარტივი "რევერანსით" დავუკარი თავი ბიჭს და მგზავრის სავარძელზე მოვთავსდი.
- ეს გოგო... - გავიგე მისი სიცილი სანამ ისიც დაიკავებდა თავის ადგილს და იქაურობას დავტოვებდით.

just madWhere stories live. Discover now