ნაწილი ოცდამეხუთე

553 41 76
                                    

ბოდიში შეცდომებისთვის 💙💫

თამარის ხედვით.

დილით მაღვიძარას საშინლად გამაღიზიანებლმა ხმამ გამაღვიძა. ჯანდაბა პირდაპირ ტვინში მიკაკუნებს, ამას ისევ ის მერჩივნა ანასტასიას ფეხი მომხვედროდა სიფათში როგორც ყოველთვის.
- ჯანდაბაა მოკეტე რაა. - ბუზღუნით წამოვდექი, მაღვიძარა გამოვრთე და ისევ ლოგინზე დავებერტყვე სახით, როცა ტელეფონმა ისევ წრიპინი დაიწყო, თავიდან ვიფიქრე დავაიგნორებ-მეთქი, მაგრამ რომ აღარ და აღარ გაჩერდა ისედაც გაღვიძებიდან ნერვებმოშლილმა ტელეფონს ხელი დავავლე, ისე ვუპასუხე რომ არც დამიხედავს ვინ მირეკავდა და ყვირილი დავუწყე.
- რა ტვინი წაიღეთ ამდილაადრეან? რო არ გპასუხობ ანუ არ მინდა რომ გიპასუხო რით ვერ მიხვდი ვაა. ახლა მოდი სიკეთეს გამოვიჩენ არ გაგინებ და შენ კიდე ვინც არ უნდა იყო სამუდამოდ დაივიწყე ჩემი ნომერი. - გავუთიშე და ტელეფონი ჯანდაბაში მოვისროლე, როცა ორ წუთში ისევ ეს საშინელი წრიპინი დაიწყო აგჰჰჰ.
- ჩემი ნათქვამიდან რომელი სიტყვა ვერ გაიგე???? დაგიმარცვლო მაინცდამაინც??
- გამარჯობა თამარ, ბოდიში დილაადრეან რომ გაწუხებ, შენი დამრიგებელი ვარ, სიტყვების დამარცვლა მე გასწავლე, ასე რომ არაა საჭირო - ჩაიცინა. გაფიცებთ ვინმემ რამე მესროლეთ.
- ქალ...ქალბატონო ნონა? - ამაზე ირაკლი გამახსენდა შუაქალაქშიდან მაგრამ იდიოტური აზრები მალევე გავყარე თავიდან, სანამ კიდევ ერთხელ შევრცხვებოდი.
- ჰო მე ვარ - გაეცინა - მოკლედ რატომ გაწუხებ, სკოლა სამდღიან ტურს გეგმავს ხევსურეთში მათთვის ვინც ამ კუთხეზე საუკეთესო პროექტს გააკეთებს და კონკურსში ერთი ჯგუფის ადგილიღაა დარჩენილი ხომ არ ჩაერთვებოდით?
- კიიიი! - ბოლო ხმაზე დავიყვირე სიხარულისგან, მაგრამ რომ გავიაზრე ვის ველაპარაკებოდი მოვკეტე და მშვიდი, გაწონასწორებული ხმით ვთქვი - დიახ, თუ შესაძლებელია, დიდად მადლობელი დაგრჩებოდით. (პატენტი ტარიელის გავლენაა😂😂)
- ოჰ კაი კაი სკოლის გარეთ არაა საჭირო ეს რობოტის ტონი - ვაიმე ვგიჟდები ამ ქალზე - მოკლედ ვიცი თქვენ ცალცალკე არსად წამსვლელები არ ხართ და თქვენს მთელს სამეგობროს ჩავწერ, თან დიდი ჯგუფებია საჭირო.
- კარგით. - ვთქვი გახარებულმა - ისა... მას რაღაც რომ გთხოვოთ შეიძლება? - ისე გავიკრიჭე, თითქოს დამინახავდა.
- კი, რამე მოხდა?
- არა, არა უბრალოდ შეიძლება ჩვენს ჯგუფში ორი ადამიანიც რომ ჩაამატოთ?
- ამ... კი შემიძლია, მაინც ვინ?
- ანამარია, ჩვენი პარალელია და კიდევ ერთი ბიჭი - ნიკა - ეშმაკურად ჩავიღიმე, რაღაცნაირად მეშიფებიან ეგ და ანამარია და უნდა ჩავაწყო საქმეები, მაგრამ რთული იქნება, ანამარიას სხვა მოსწონს და ნიკას მას შემდეგ არავისთვის შეუხედავს რაც...
- თამარ აქ ხარ? - ფიქრი მასწავლებლის ხმამ გამაწყვეტინა.
- კი კი აქ ვარ მოკლედ ანამარია და ნიკაც სახელებით ჩაწერეთ და მერე გაგაგებინებთ ვინც არიან😂
- კარგი, სკოლაში გნახავთ.
- კარგით.
ტელეფონი გავთიშე, შხაპი მივიღე და ანას სახლისკენ წავედი, რომ გოგოებისთვის გამევლო და სკოლაში წავსულიყავით.

just madWhere stories live. Discover now