მთვარის შუქი არე-მარეს ანათებს.ყველაფერი გასარჩევად ჩანს,უბნის ხულიგნები ისევ საბრალო მოხუცს აწვალებენ,რომელიც მთელი დღის განმავლობაში ტვირთის და აგურების ზიდვისგან გადაღლილი იყო.
მოხუცი სან ჰის სახლის წინ მშენებლობაზე მუშაობს.-ჰეი,თქვენ,-ავაზაკებს მიუახლოვდა,ჩანთა რამდენიმე მეტრის მოშორებით დატოვა.
-ეს ვინ არის?-გადაულაპარაკეს ერთმანეთს ბიჭებმა.იქვე მდგომმა გოგონამ,რომელსაც თმა ალისფრად გადაეღება სან ჰის წინ აისვეტა.
-მე შენ გიცნობ,-თქვა მან.საშინელი სიგარეტის სუნმა ნესტოები აუწვა,- პოპულარობა არაფერს გარგებს.შეიძლება შუა ღამით ჩვენს მსგავს ადამიანებს გადაეყარო,-სახეზე ზიზღისა და შურის პარალელურად დიდი ხნის გათხაპნილი მაკიაჟისა ეტყობოდა.
-თქვენს თავს ადამიანებს უწოდებთ?-შეუვალი გამომეტყველება გადაჰკვროდა სან ჰის და გოგონას თვალებს მზერას არ სწყვეტდა, რომლებიც ლინზების მეშვეობით მწვანედ ბრწყინავდნენ.
-ამის თქმას როგორ ბედავ?-ბიჭებს მაღალი გამოეყო,სან ჰის უკან დადგა და მთელი ძალით მოჰქაჩა თმაზე,-ამ ძუკნას გაკვეთილი სჭირდება.
სან ჰი საშინლად გაბრაზდა.რა თქმა უნდა,ვის მოეწონებოდა,როდესაც ვიღაც შენზე მსგავსად ძალადობს.
ბიჭი სან ჰიზე დაახლოებით ორი სანტიმეტრით მაღალი აღმოჩნდა,ამიტომ ადვილად დაუმიზნა იდაყვი მუცელს.
დაზარალებული ორად მოიკეცა,გოგონა მისკენ შებრუნდა და მუხლი სახეში ამოარტყა.
ცვირი წითლად შეიღება,ბიჭი უღონოდ დაეცა ცივ, ახლად ნაწვიმარ ასფალტზე.სულ რაღაც ხუთნი დარჩნენ, გოგონას გამოკლებით.სან ჰი ძლიერია,მაგრამ სუსტ მანდილოსნებს არ სცემს.გოგონას ეტყობოდა,თუ როგორი შეშინებული იყო უკვე.
და სან ჰის მუცელზე ტყავის ბათინკის ანაბეჭდი გაჩნდა,რომელიც ყვითელთმიანს ეკუთვნოდა.
წამიერი წვა მალე გაუჩინარდა,რადგან ფიზიკური დატვირთვა მეტი არაფერია,თუ არა ტკივილი,ეს სან ჰის ბოლო წლების განმავლობაში მეგობრად ექცა.
YOU ARE READING
𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆
Teen Fiction_ჩემი გიჟური ცხოვრება_ რას გააკეთებდი,როდესაც გოგო,რომელიც მოგწონს სახიფათო თავგადასავლების მოყვარულია? ♡"დასრულებული"♡