რაღაც ახალი,რაღაც ამოუცნობი

275 26 3
                                    

თქვენი აზრით,როგორი პიროვნებაა დიბეი?

-ნამჯუნ,რატომ არ მითხარი,თუ ის იყო?-გაღიზიანებული ჩანდა ჯონგუკი და უნდოდა ბრაზი რამეზე,ან ვინმეზე ენთხია.

-არ ვიცოდი,თუ სან ჰისთან ლაპარაკი არ გინდოდა,-ნამჯუნი სერიოზულ სახეს ინარჩუნებდა.გოგონას სახელის გაგონებაზე ჰოსოკი,რომელიც საპირფარეშოდან გამოდიოდა დაიძაბა და ბიჭებს მიუახლოვდა.

-რატომ მესმის სან ჰის სახელი?-დაიბღვირა ის.

-ყველაფრის ცოდნა არ არის საჭირო,ამის დედაც,-გაბრაზებული გავარდა სახლისან გუკი.

-რა ხდება ამ ორს შორის?-იკითხა შუგამ.

-ჯანდაბაშიც წასულა ყველაფერი,რა ჩახლართულობაა,-თქვა ნამჯუნმა,არავინ აქცევდა ყურადღებას ჰოსოკის სახეს,რომელიც გაბრაზებისგან გაწითლებულიყო.

ჯონგუკი უმისამართოდ დადიოდა ახლად ნაწვიმარ ქუჩებში.სახე ალეწილს ვერ გაეგო რა ჯანდაბა აბრაზებდა.
დილით მომხდარი ვერ დაივიწყა,როგორ ლაპარაკობდა ის ნაბიჭვარი დიბეისა და სან ჰის ურთიერთობაზე.

ამის დედაც,რატომ არ თქვა სან ჰიმ,რომ ადრე მას და იმ ნაგავს ერთმანეთი უყვარდათ?

ამის გახსენებაზე ასფალტს ფეხი დასცხო და ისევ შეიკურთხა.

ის ამ ორის ურთიერთობის შუაში დგას,ეს სიტუაცია კი არ მოსწონს.

ჯონგუკი გვიანობამდე არ ჩანდა.ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ სად იყო ის,ამიტომ შეშინებულებმა თეჰიონს დაურეკეს.

ამგვარად,ყველა ჯონგუკს ეძებდა სეულის ქუჩებში.მართალია,ბიჭი არ დაიკარგებოდა,მაგრამ მეგობრები მაინც ძალიან ნერვიულობდნენ.

როდესაც ამბავმა ლი სან ჰიმდეც მიაღწია ეჭვი დიბეიზე მიიტანა და არ შეეძლო ამ აზრისგან განთავისუფლება,თავიდან ყურადღებას არ აქცევდა,მაგრამ,როდესაც ფიქრებმა ტვინის შეჭმა დაიწყეს მოტოციკლის გასაღები აიღო და ისიც ჯონგუკის მოსაძებნად წავიდა.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now