ვისაც გაგონება არ უნდა,უნდა იგრძნოს

293 25 1
                                    

ისეთი თავია,შოკში ჩაგაგდებთ,საყვარლებო😉😙

-არ გაბედოთ მისი დახმარება,თუ მოკვდება,მოკვდეს,არ მანაღვლებს,-დიბეი სან ჰის მიმართ წვეთ სინანულსაც არ გრძნობდა.ის თავისუფლად დატოვებდა გოგონას ისეთ საფრთხეში, სადაც ეცოდნებოდა,რომ ის აუცილებლად მოკვდებოდა.

ლი სან ჰიმ მაშინვე დატოვა იქაურობა,როგორც კი დიბეი გაათრიეს დაჭრილი და განადგურებული.გოგონამ თავი ხელში აიყვანა,არ მისცა ტკივილს უფლება ემართა გონება.სადღეღამისო აფთიაქთან გააჩერა და იქ მომუშავეებს ფეხი გადაახვევინა,რამდენიმე ტაბლეტი ტკივილგამაყუჩებელიც დალია.
ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა ვერ გაბედა,ამიტომ იქვე,სკვერში ჩამოჯდა და ფიქრს მიეცა.

რა უნდა ეთქვა ჯონგუკისთვის?
რა უნდა ეთქვა ჰოსოკისთვის?
რა უნდა ეთქვა დედისათვის?

იქნებ,სჯობდა არასდროს ჩამოსულიყო სეულში,დარჩენილიყო იქ,სადაც იცოდა,რომ ვერავის მიაყენებდა ზიანს?

მაგრამ დედამისის ცრემლით სავსე თვალები გაახსენდა,როდესაც სან ჰი მას გულის ნადებს უზიარებდა.
ჰოსოკის გაბადრული სახე გაახდენდა,როდესაც გოგონა მას მოულოდნელად ეხუტებოდა.
ბედნიერი გაახსენდა,რომლის იმედიც სულ შეუძლია ჰქონდეს.
თეჰიონი გაახსენდა,რომელიც მის საიდუმლოს საფლავში ჩაიტანს,თუ დასჭირდა.
ჯონგუკი გაახსენდა,რომელიც სან ჰის გამო იმაზე მეტად დაზარალდა,ვიდრე ოდესმე ვინმე დაზარალებულა,ის კი მაინც ცდილობს დაუდგეს გვერდით.

ეს ადამიანები,რომ გოგონაც ცხოვრებაში არ ყოფილიყვნენ,ხომ ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა?
ამ რბოლასაც აღარ ექნებოდა ფასი.
ბრძოლას,რომელმაც ჯერ ვერ დაამარცხა სან ჰი.
მის სიჯიუტეს,რომ ყველა დაიცვას.
სულ ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა.

სახლში გამთენიის ხანს მივიდა,უხმაუროდ ავიდა საკუთარ ოთახში და ეცადა რამდენიმე საათი მაინც გამოეძინა სკოლაში წასვლამდე.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now