თავი 6

291 40 2
                                    

- დიახ, ჩემო მეგობარო, ის ის არის, ჩემი ცხოვრების ომეგა. პაკ ჯიმინი.- ჯონგუკმა ჯუნს ომეგას მონაცემების საქაღალდე გადასცა და კმაყოფილი ღიმილით მიეყუდა სკამის ზურგს და ფანტაზიებში გადავიდა.

ნამჯუნს გაუკვირდა. დაახლოებით ნახევარი საათის წინ, უმცროსს არ სურდა ქორწილის შესახებ საერთოდ გაგება, მაგრამ ახლა ის უკვე უწოდებს რომელიღაცა ომეგას მთელი ცხოვრების სიყვარულს. რომელიც ერთხელაც არ უნახავს.

გადაწყვიტა ენახა ვინ იყო პაკ ჯიმინი და რა უქნა პრინცს, ნამჯუნმა საქაღალდე გახსნა და კითხვა დაიწყო.

-მას უყვარს ცეკვა, უცნაურია ... - თქვა უფროსმა რამდენიმე წუთის შემდეგ.

- რა არის ამაში უცნაური?- ჯონმა იმწამსვე უპასუხა. - სიმღერა და ცეკვა მეც ძალიან მიყვარს, რადგან მშვენიერია, შეგიძლია დაისვენო, დაგროვილი გრძნობებისგან დაიცალო.

-ჯონგუკ, დაგავიწყდა, როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო? თუ აქ ყველაფერი ასეთი ფერადი და ლამაზია, სხვა სამეფოებსა და იმპერიებში ცეკვა რაღაც საშინელი რამეა. ამას აკეთებს მხოლოდ მეძავი და მონა ომეგები.

-არ დაგავიწყდეს მოხეტიალე ჯგუფის შესახებ, მეგობარო. იგი შეიქმნა განზრახ, ყველა იმპერიის შეთანხმებით . ისინი ასწავლიან სიმღერასა და ცეკვას, იქ ამით ცხოვრობენ, ხალხს სურს ამის გაკეთება, არავინ აიძულებს მათ და არ იჭერენ მათ იძულებით.

-მაგრამ ეს ჯიმინი არის უფლისწული, არ არის ჯგუფის წევრი, გესმის? - გაკვირვებული იყო ნამჯუნი, რამდენი ხანი სჭირდება რომ ამ პატარას თავში შევიდეს.

- მაშინ რატომ შეიტანეს მის მონაცემებში ეს ჰობი, თუ, უხეშად რომ ვთქვათ, იქ აკრძალულია?- ძლივს ჭკვიანი აზრი, ჯონგუკ.

- თუ კარგად დააკვირდები, ეს ელემენტი დაწერილია დანარჩენი ინფორმაციისგან ცალკე და, თუ ის ისევ აქ არის, მაშინ მმართველმა არ იცოდა ამ ხრიკის შესახებ. შეიძლება ვინმეს არ უნდოდა ომეგას გამოშვება და ეგონა, რომ ეს ჩანაწერი შეგაშინებდა - უფროსი ცდილობდა ლოგიკურად მსჯელობას, მაგრამ ვის სჭირდებოდა ეს? იქნებ ომეგამ თავად დაამატა ეს ინფორმაცია? Მაგრამ რატომ? არ სურს დაქორწინება?

Can I invite you to dance?☑Where stories live. Discover now