ნაწილი I

39 5 2
                                    


იცით რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება? როდესაც აცნობიერებ რომ ის უკვე შენია, მარტო შენი. როცა მასთან ხარ და მისი დაკარგვის არ გეშინია, როცა უკვე შეგიძლია დარწმუნებით თქვა, რომ მთელ ცხოვრებას მის გვერდით გაატარებ. ჩემთვის კი ეს გრძნობა უცხოა, მაგრამ გაინტერესებთ თუ როგორია ტკივილი და იმედგაცრუება? მაშინ გილოცავთ სწორ ადგილას მოხვდით.

***
გამარჯობა, მე ევანგელინა ვარ, მეგობრებისთვის ევა. მსოფლიოში ყველაზე უიღბლო ადამიანი ყველაზე უიღბლო მეგობრით. ჩვენი ცხოვრება ერთი შეხედვუთ ლაღი და განსხვავებულია (განსაკუთრებით თუ ბებიაჩემს კითხავთ) სიდამდვილეში კი ყოველი დღე ერთნაირია. არანაირი სიახლე, რომელიც ძალიან გვჭირდება. სახლი-სკოლა-სახლი-სკოლა-სახლი და თვეში ერთხელ კი ქალაქში საყიდლებზე წასვლა. თუ ჩვენს მშობლებს ჰკითხავთ, ალბათ ასეც უნდა იყოს, ჩვენ ხომ ჯერ ბავშვები ვართ და სხვა არც არაფერი არუნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში. აი მე და ლილიანს თუ გვკითხავთ ძალიან მოსაწყენად გადის ჩვენი თინეიჯერობის წლები. შეიძლება გაგიკვირდეთ ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ ყოველდღე გარშემომყოფების ამორალური საუბრარი რომ გესმოდეთ, გაგვიგებდით .
ჩემი ცხოვრების ერთადერთი მეგობარი ლილიანია. უკვე აღარ მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. მას აქეთ ბევრი რამ გავიარეთ. ბევრი საიდუმლო გვაკავშირებს.
ლილიანი ყველასგან განსხვავებულია, უჩვეულოდ ლამაზი, მასში არის რაღაც ისეთი რაც ადამიანს იზიდავს. ჩემს ცხოვრებაში ლილი ერთადერთი, ყველაზე პირდაპირი ადამიანი მათს შორის ვისაც დღემდე შევხვედრივარ, და ეს ცოტა არიყოს მოსაბეზრებელი და აუტანელია ხოლმე.

სასწაულები არასოდეს გადაგვხდენია. არასოდეს გარდა 1 ივნისისა. ამ დღეს პირველად ვიწამე სასწაულის... ამ დღემ ჩემი და ლილიანის ცხოვრება სრულიად შეცვალა გაურკვევლობისკენ....

lunisolanceWhere stories live. Discover now